FM97.5 / LIVE

ბზობის სადღესასწაულო წირვა ახალციხეში [ფოტო/ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.04.2020
ბზობის სადღესასწაულო მსახურება რაბათის წმ. მარინეს სახელობის ტაძრის ეზოში აღევლინა. აქ მრევლის რაოდენობა შეზღუდული არ იყო. წირვას ახალციხის მერი, ზაზა მელიქიძეც დაესწო.

ბზობის სადღესასწაულო წირვა ახალციხეში [ფოტო/ვიდეო]

დღეს, 12 აპრილს, მართლმადიდებელი ეკლესია ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. რაბათის წმ. მარინეს სახელობის ტაძარში მსახურება ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის მიტროპოლიტრმა, თეოდორე ჭუაძემ აღავლინა.



ლიტურგია ეზოში შესრულდა, მასზე დასასწრებად მრევლს შეზღუდვა არ ჰქონია. ბზის ტოტები მათ ეზოში დაურიგდათ.

მსახურების დროს სტიქაროსნები და სასულიერო პირები ათობით მრევლს დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებნენ, მიუხედავად ამისა, გადადგილებისას დისტანცია დაცული არ იყო.

წირვას, მორწმუნეების უმეტესობა, პირბადისა და სხვა დამცავი საშუალებების გარეშე დაესწრო. ცუდი ამინდის გამო, მათი ნაწილი ტაძარში ლოცულობდა.

წირვას დაესწრო ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა მელიქიძე. „სამხრეთის კარიბჭეს“ კითხვაზე, ირღვევა თუ არა მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც იკრძალება სამზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა აფთიაქების და სასურსათო მაღაზიებისა, მელიქიძემ გვიპასუხა: „არაფერი დარღვევა არ არის, როგორც არის რეგულაციები, ყველაფერი ისე მიმდინარეობს. ადამიანები იცავენ დისტანციებს“.

ბზობის სადღესასწაულო წირვა ახალციხეში [ფოტო/ვიდეო]

ბზობის სადღესასწაულო წირვა ახალციხეში [ფოტო/ვიდეო]

ბზობის სადღესასწაულო წირვა ახალციხეში [ფოტო/ვიდეო]

ბზობის სადღესასწაულო წირვა ახალციხეში [ფოტო/ვიდეო]

ბზობის სადღესასწაულო წირვა ახალციხეში [ფოტო/ვიდეო]

ბზობის სადღესასწაულო წირვა ახალციხეში [ფოტო/ვიდეო]

ბზობის სადღესასწაულო წირვა ახალციხეში [ფოტო/ვიდეო]



[თიკო ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კათოლიკე ეკლესიაში ბზობის წირვა მრევლის მონაწილეობის გარეშე აღევლინა [ფოტო/ვიდეო]
‘მე ვერავის მოვუწოდებ სახლში დარჩეს’ - მიტროპოლიტი თეოდორე [ვიდეო]
კათოლიკე ეკლესია ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს
ილია  მეორემ მართლმადიდებელ მრევლს ბზობის დღესასწაული მიულოცა [Video]
ქრისტიანული სამყარო ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს
სააღდგომო წირვას სომხურ სამოციქულო ეკლესიებში მრევლის გარეშე აღავლენენ