FM97.5 / LIVE

ახალქალაქში COVID-19-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა – ინფიცირების წყარო უცნობია

მთავარისიახლე, კორონავირუსი 02.10.2020
ორი ოქტომბრის მონაცემებით, სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსით კიდევ ერთი პირი დაინფიცირდა. ამჯერად შემთხვევა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა, რეგიონში ინფიცირებულების რაოდენობა 36–მდე გაიზარდა.

ახალქალაქში COVID-19-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა – ინფიცირების წყარო უცნობია

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელის, გიორგი მიქელაძის განმარტებით, ახალქალაქში გამოვლენილი შემთხვევის ინფიცირების წყარო უცნობია.

„ამ დროისთვის რეგიონში ინფიცირების 36 შემთხვევაა. 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა კიდევ ერთი ახალი შემთხვევა, ეს არის ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, რომლის ინფიცირების წყაროს მოკვლევაც მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე 15–მდე პირდაპირი კონტაქტია გამოვლენილი. მიმდინარეობს დამატებითი კონტაქტების მოძიებაც“, – განაცხადა გიორგი მიქელაძემ.

მისივე თქმით, 36 ინფიცირებულიდან ერთი პაციენტი კლინიკიდან უკვე გაწერეს და სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფება.

„თვითიზოლაციის ვადის გასვლის შემდეგ ჩაითვლება გამოჯანმრთელებულად. ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობს“, – განმარტა მიქელაძემ.

სამცხე–ჯავახეთში დღეს 200–მდე ანალიზის პასუხს ელოდებიან. აქედან უმეტესობა არლის საჯარო სკოლას უკავშირდება, სადაც კორონავირუსი პედაგოგს დაუდასტურდა.

თვითიზოლაციაში რეგიონის მასშტაბით 221 პირი იმყოფება. შვიდ საკარანტინო სივრცეში 337 მოქალაქეა გადაყვანილი, ქედან 92 ახალციხეში სასტუმრო „გრანდ პალასში", ხოლო 245 ბაკურიანის ექვს საკარანტინო ზონაშია გადანაწილებული.

[ნუკა სტეფნაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

COVID-19–ის ახალი შემთხვევები ახალციხეში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში დაფიქსირდა
Covid-19-ის ერთი ახალი შემთხვევა ნინოწმინდაში დადასტურდა
სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსისგან კიდევ 2 პირი გამოჯანმრთელდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევები ახალქალაქსა და ადიგენში დაფიქსირდა – 5 ოქტომბერი
COVID-19: სამცხე–ჯავახეთში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 23–მდე გაიზრდა
დაბა ადიგენში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა  დაფიქსირდა
სამცხე–ჯავახეთში კარანტინში მყოფი პირების რაოდენობა 353–მდე გაიზარდა