FM97.5 / LIVE

ქართული წარმოების პირბადეების გაყიდვა იწყება – რა ფასად და სად შეიძენთ

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.04.2020
ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, ქართული წარმოების პირბადეები მთელი საქართველოს მასშტაბით სააფთიაქო ქსელებში კვირის ბოლომდე გამოჩნდება. უკვე განსაზღვრულია, ერთ ადამიანს რამდენი პირბადის ყიდვის შესაძლებლობა ექნება.

ქართული წარმოების პირბადეების გაყიდვა იწყება – რა ფასად და სად შეიძენთ

ნათია თურნავას განმარტებით, პირბადეები საწყის ეტაპზე ოთხ სააფთიაქო ქსელში გაიყიდება.

„დაახლოებით ორი დღე იქნება საჭირო, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით სააფთიაქო ქსელებში გადანაწილდეს ეს პირბადეები და საუბარი გვაქვს ჩვენ ავერსზე, ფარმადეპოზე, პსპ–სა და ჯპს–ზე. ეს ოთხი ქსელი არის ყველაზე ფართოდ წარმოდგენილი ქვეყნის მასშტაბით და მათთან თანამშრომლობით დავიწყეთ პირბადეების წარმოება და მოსახლეობისთვის მიწოდება. შაბათს უკვე ყველა ქსელში იქნება შესაძლებელი, ქართული წარმოების მრავალჯერადი პირბადეების შეძენა“.

მინისტრის განმარტებით, ერთი პირბადის წარმოება სახელმწიფოს ერთ ლარზე მეტი უჯდება, თუმცა სახელმწიფოს სუბსიდირებით მისი ყიდვა 50 თეთრად იქნება შესაძლებელი.

„იმისთვის რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გახდეს პირბადე ხელმისაწვდომი, საწყის ეტაპზე ჩვენ შევთანხმდით რომ აფთიაქები თვითონ გააკონტროლებენ და დაარეგულირებენ რა რაოდენობა შეიძლება თითო მომხმარებელზე გაიცეს, იმიტომ რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეძლოს და შეიძინოს“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით პირბადის გამოყენება, დელიკატური რეცხვის პირობებში რამდენიმე კვირის განმალობაშიც შეიძლება. პირველ ეტაპზე, ერთ ადამიანს სამი პირბადის ყიდვის შესაძლებლობა ექნება.

[რობი ზარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ქართული წარმოების პირბადეები შემოტანიდან ერთ დღეში გაიყიდა
სამცხე–ჯავახეთში პირბადეები მხოლოდ ერთ სააფთიაქო ქსელში იყიდება
‘შემდეგი კვირიდან  მაქსიმალურად ვეცდებით, რომ  პირბადეები გამოჩნდეს სააფთიაქო ქსელებში’ - თურნავა
საქართველოში მრავალჯერადი გამოყენების პირბადეების წარმოება დაიწყება
დაგვიცავს თუ არა ვირუსისგან ქართული წარმოების პირბადეები
‘საქართველოში შეკერილი პირბადეები თავის მთავარ მოთხოვნას ასრულებენ’ – ნათია თურნავა
პირბადეების ტარებასა და სოციალური დისტანციის დაცვაზე კონტროლი მკაცრდება