FM97.5 / LIVE

‘საქართველოში შეკერილი პირბადეები თავის მთავარ მოთხოვნას ასრულებენ’ – ნათია თურნავა

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 10.04.2020
"გემოვნებაზე არ დავობენ. მე რომ მკითხოთ, ეს არის მართლაც ყველაზე უფრო მოთხოვნადი, ლამაზი, მოხდენილი ნივთი, რაც მთავარია იკერება საქართველში", – განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.

‘საქართველოში შეკერილი პირბადეები თავის მთავარ მოთხოვნას ასრულებენ’ – ნათია თურნავა
ფოტო: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

მანვე აღნიშნა, რომ პირბადე მოდური აქსესუარი არაა და ის ეპიდემიისგან თავის დასაცავად აუცილებელია.

„მიუხედავად იმისა, რომ ერთი დღეა, პირველი პარტია - 400 000 პირბადე შევიტანეთ საქართველოს სააფთიაქო ქსელებში, მოთხოვნა მართლაც დიდია. ძალიან მალე ვეცდებით, რომ შევავსოთ ეს მარაგები იმიტომ, რომ საკმაოდ დიდ რაოდენობას ვკერავთ და ვფიქრობთ, რომ მაქსიმალურად ვუპასუხოთ ბაზრის მოთხოვნებს. ამაზე მთელი ჯგუფი მუშაობს. გვაქვს ინფორმაცია ყველა სააფთიქო ქსელიდან და მათთან ვთანამშრომლობთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ერთი პირბადის შეკერვა სახელმწიფოს 1 ლარი და 8 თეთრი უჯდება.

„მექანიზმი არის შემდეგი, სახელმწიფო, ეკონომიკის სამინისტრო ამ შემთხვევაში ვიძენთ სამედიცინო დოლბანდს უცხოეთიდან, ჩვენი დიპლომატიური ძალებით ვახერხებთ ამის მოძიებას და შეძენას კომერციულ ფასად. გარდა ამისა, ამაში არის ჩადებული ჩვენი მკერავების შრომა და საწარმოო ხარჯები, რაც ასახულია თვითღირებულებაში. თითოეული პირბადის კერვა კონტრაქტების მიხედვით, საშუალოდ ჯდება 60-დან 70 თეთრამდე დღგ-ს ჩათვლით. ძალიან კარგია, რომ მთელმა რიგმა სამკერვალო კომპანიამ მოგვაწოდა პირველი პარტიები უფასოდ და კერვის ღირებულება იქ არ იყო ასახული. ჩვენ დღესაც ვარიგებთ და მანამდეც დავარიგეთ ეს პირბადეები სხვადასხვა კატეგორიაზე, მათ შორის 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა პენსიონერებზე, ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერებზე, კარანტინში დასაქმებულ ადამიანებთან მიდის ეს პირბადეები უფასოდ, პოლიციელებთან, ჯარში და ა.შ.“, – ამბობს მინისტრი.

საქართველოს სააფთიაქო ქსელებში მეორე დღეა ქართული წარმოების პირბადეები იყიდება. მისი მრავალჯერადად გამოყენება შეიძლება, ღირებულება კი 50 თეთრია.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘შემდეგი კვირიდან  მაქსიმალურად ვეცდებით, რომ  პირბადეები გამოჩნდეს სააფთიაქო ქსელებში’ - თურნავა
ქართული წარმოების პირბადეების გაყიდვა იწყება – რა ფასად და სად შეიძენთ
ახალციხეში ქართული წარმოების პირბადეები შემოტანიდან ერთ დღეში გაიყიდა
სამცხე–ჯავახეთში პირბადეები მხოლოდ ერთ სააფთიაქო ქსელში იყიდება
დაგვიცავს თუ არა ვირუსისგან ქართული წარმოების პირბადეები
ახალციხეში სავაჭრო ობიექტების თანამშრომლებს   ქართული წარმოების მრავალჯერადი გამოყენების პირბადეები დაურიგდათ ®

ახალციხეში პირბადე მხოლოდ ოთხ აფთიაქში იყიდება