FM97.5 / LIVE

დაგვიცავს თუ არა ვირუსისგან ქართული წარმოების პირბადეები

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 10.04.2020
საქართველოში წარმოებულმა პირბადეებმა, რომელთა შეძენაც აფთიაქებში უკვე შესაძლებელია, საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი ფიქრობენ, რომ დოლბანდის პირბადეები ვირუსისგან დაცვისთვის არაეფექტურია. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში კი, ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან.

დაგვიცავს თუ არა ვირუსისგან ქართული წარმოების პირბადეები

დღეიდან, 10 აპრილიდან საქართველოში დამზადებული პირბადეები ოთხ მსხვილ სააფთიაქო ქსელში (ავერსი, PSP, ფარმადეპო, GPC) მთელი საქართველოს მასშტაბით გაიყიდება. იგი მრავალჯერადი გამოყენებისაა და 50 თეთრი ღირს.

თუმცა დოლბანდის პირბადეების გამოჩენამ, სოციალურ ქსელებში საზოგადოების არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ასეთი პირბადე მიკროშხეფებსაც და ბაქტერიებსაც ატარებს და მისი გაკეთებით დავირუსების შესაძლებლობა არ მცირდება.

საქართველოში წარმოებულ პირბადეებზე კომენტარი გააკეთეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრშიც. მათი ინფორმაციით, პირბადეებმა ცენტრში საკონტროლო შემოწმება გაიარა.

„გვაქვს დიდი დეპარტამენტი ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის, რომელიც სწორედ ამ ტიპის საკითხებზე მუშაობს, როგორი პირბადე უნდა ეკეთოს ადამიანს, როგორი ხალათი ეცვას. გელა გელაძე, შოთა ცანავა არიან ამ დარგის მაღალი ექსპერტები. მათ შეამოწმეს და დაწერეს, რომ საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის ეს პირბადეები სავსებით მისაღებია, მრავალჯერადი მოხმარებისთვისაც. შეიძლება გარეცხვა ცხელ წყალში, დაუთოება. თუ მას სამედიცინო მიზნით გამოიყენებ, უნდა ერთჯერადად მოვიხმაროთ“, - განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

კრიტიკას პასუხობს გამყრელიძის მოადგილე, პაატა იმნაძეც: „ეგეთი პირბადეებით შავ ჭირზე ვმუშაობდით წლები. ერთჯერადი პირბადეები საერთოდ არ არსებობდა. წაიკითხონ აშშ-ის CDC-ის რეკომენდაციებიც“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საწყის ეტაპზე, 400 000 ერთეული პირბადე გაიყიდება.

დაგვიცავს თუ არა ვირუსისგან ქართული წარმოების პირბადეები

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ქართული წარმოების პირბადეები შემოტანიდან ერთ დღეში გაიყიდა
ქართული წარმოების პირბადეების გაყიდვა იწყება – რა ფასად და სად შეიძენთ
სამცხე–ჯავახეთში პირბადეები მხოლოდ ერთ სააფთიაქო ქსელში იყიდება
ახალციხეში სავაჭრო ობიექტების თანამშრომლებს   ქართული წარმოების მრავალჯერადი გამოყენების პირბადეები დაურიგდათ ®

‘შემდეგი კვირიდან  მაქსიმალურად ვეცდებით, რომ  პირბადეები გამოჩნდეს სააფთიაქო ქსელებში’ - თურნავა
‘საქართველოში შეკერილი პირბადეები თავის მთავარ მოთხოვნას ასრულებენ’ – ნათია თურნავა
ახალციხეში პირბადე მხოლოდ ოთხ აფთიაქში იყიდება