FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში პირბადეები მხოლოდ ერთ სააფთიაქო ქსელში იყიდება

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 14.04.2020
ქართული წარმოების მრავალჯერადი პირბადეები სამცხე–ჯავახეთში პსპ–ს სააფთიაქო ქსელში დღეს, 14 აპრილს შეიტანეს.

სამცხე–ჯავახეთში პირბადეები მხოლოდ ერთ სააფთიაქო ქსელში იყიდება

პირბადეები პსპ–ს ქსელში ოთხი დღის წინ შეიტანეს და მეორე დღესვე გაიყიდა. მარაგი დღეს შეავსეს თუმცა, რა ოდენობით, პსპ–ში არ გვეუბნებიან.

„გუშინ ტრანსპორტირების პრობლემა იყო. დღეს უკვე თამამად შეგიძლიათ შეძინოთ ჩვენს ქსელში რეგიონის მასშტაბით“,– განაცხადეს პსპ–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ავერსში გვითხრეს, მიუხედავად იმისა, რომ თითო მომხმარებელზე, სამი პირბადე გაყიდეს, მარაგი საკმარისი არ აღმოჩნდა.

„დიდი მოთხოვნა იყო ჩვენ თითო მომხმარებელს სამ პირბადეზე მეტს არ ვაძლევდით. ახლა მარაგში საერთოდ არ გვაქვს. ველოდებით შემოტანას. შეკვეთილი გვაქვს 100 000 ცალი, მაგრამ რამდენი გადანაწილდება თქვენს რეგიონზე არ ვიცი. ხუთშაბათს სამცხე–ჯავახეთში არსებულ ჩვენს ყველა ქსელში იქნება“,–გვითხრეს ავერსში.

პირბადეები არ არის, არც ფარმადეპოში, როდის მომარაგდება ქსელი ამ ეტაპზე უცნობია: „დაგიკავშირდებით და შეგატყობინებთ“.

უცნობია როდის შეიტანენ პირბადეებს ჯიპისის აფთიაქებშიც: „ზუსტად არ ვიცი, ეტაპობრივად მარაგდება“.

ახალციხეში ქართული წარმოების პირბადეები შემოტანიდან ერთ დღეში სრულად გაიყიდა.

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით 400 000 ცალი, ქართული წარმოების პირბადე, ოთხ სააფთიაქო ქსელში გასული კვირის ბოლოს ჩაეშვა. ერთეულის ფასი მომხარებლისთვის 50 თეთრია, სახელმწიფოს კი 1 ლარი და 8 თეთრი უჯდება.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ქართული წარმოების პირბადეები შემოტანიდან ერთ დღეში გაიყიდა
ქართული წარმოების პირბადეების გაყიდვა იწყება – რა ფასად და სად შეიძენთ
დაგვიცავს თუ არა ვირუსისგან ქართული წარმოების პირბადეები
‘საქართველოში შეკერილი პირბადეები თავის მთავარ მოთხოვნას ასრულებენ’ – ნათია თურნავა
ახალციხეში სავაჭრო ობიექტების თანამშრომლებს   ქართული წარმოების მრავალჯერადი გამოყენების პირბადეები დაურიგდათ ®

‘შემდეგი კვირიდან  მაქსიმალურად ვეცდებით, რომ  პირბადეები გამოჩნდეს სააფთიაქო ქსელებში’ - თურნავა
ახალციხეში პირბადე მხოლოდ ოთხ აფთიაქში იყიდება