FM97.5 / LIVE

დაიხურება თუ არა ახალციხის ბაზარი

მთავარისიახლე, საზოგადოება 07.04.2020
ორი დღეა ახალციხის ბაზარი ფუნქციონირებას აგრძელებს. აქ მყიდველიც და გაყიდველიც საგანგებო რეჟიმის რეგულაციებს ემორჩილება. მერიაში აცხადებენ, რომ ორი დღის მანძილზე დარღვევები არ დაფიქსირებულა.

დაიხურება თუ არა ახალციხის ბაზარი

მას შემდეგ, რაც ბაზარში არსებული ხალხმრავლობის გამო, ადმინისტრაცია 15 000 ლარით დაჯარიმდა, ვითარებას შსს–ს, ადგილობრივი თვითმმართველობის და სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები აკონტროლებენ.

„ჩვენი თანამშრომლები ადგილზე იმყოფებიან, ვაკვირდებით სიტუაციას. თუ შევამჩნიეთ დარღვევები ბაზრის დაკეტვის გადაწყვეტილებას ერთობლივად მივიღებთ. ამ დროისთვის დარღვევები არ არის,“– ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა მელიქიძე.

როგორც, ქალაქის მერი ამბობს, პრევენზიის მიზნით, ბაზრის გარე პერიმეტრზე ვაჭრობა აიკრძალა, ხოლო დახურულ სივრცეში რამდენიმე სექცია მუშაობს.

„ფაქტობრივად დაკეტილია ბაზარი, მხოლოდ საცალო ვაჭრობაა, აიკრძალა გარე ვაჭრობა მთელს პერიმეტრზე. ბაზრის ტერიტორიაზე მუშაობს სასურსათო და აგრო მაღაზიები, ასევე ხილ–ბოსტნეულის განყოფილება“, – განაცხადა „სამხრეთის კარიბჭესთან ახალციხის მერმა.

მისი განმარტებით, დახურულ სივრცეში დარჩენილია მხოლოდ ერთი შესასველი და ორი გამოსავლელი, სადაც დეზობარირებია.

„თანაშშრომლები დაგანან შესასვლელში და ყველას ხელებს სპეციალური სითხით უმუშავებენ, რაც შეეხება გამყიდველებს, აღჭურვილები არიან სპეციალური ხელთათმანებით და პირბადეებით. დღეს ასეთი მოცემულობა გვაქვს და თუ საჭიროება მოთხოვს შეიძლება მთლიანად დაიკეტოს ეს დახურული სივრცეც,“–გვითხრა ზაზა მელიქიძემ.

ხალხმრავლობის პრევენციის მიზნით, დაიკეტება თუ არა ბაზრი მომდევნო შაბათ–კვირას ამ ეტაპზე უცნობია.

„ვანახოთ დაკვირვების პროცესში ვართ, ძალიან გვინდა, რომ მოსახელობამ ისარგებლოს, როგორც მყიდველმა, ასევე გამყიდველმა. ადამინებს კვება უნდათ, შესაბმისად ეს პროდუქტები უნდა მიიღონ, თუ საჭიროება დადგება დაკეტვის შეთანხმებულები ვართ ბაზრის ადმინისტრაციასთან. შაბათ–კვირამდე რამდენიმე დღე გვაქვს და დავაკვირდებით დინამიკაში მიმდინარეობას. იქ ყოველთვის არის წარმომდაგენელი, რომელიც დაკვირვებას აწარმოებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ, როგორც იქნება საჭირო,“– აღნიშნა მელიქიძემ.

30 მარტს ახალციხს ბაზრი 15 000 ლარით დაჯარიმდა, რადგან საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად ბაზრის ტერიტორიაზე ხალხმრავლობა იყო. 4 და 5 აპრილს ბაზრი სადეზინფექიო სამუშაობის ჩასატარებლად დაიკეტა, სავაჭრო ობიექტმა ფუნქციონირება 6 აპრილს განაახლა.

დღეს,7 აპრილს გამართულ ბრიფინგზე გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ აგრარული ბაზრების ფუნქციონირება დაკავშირებული იქნება მხოლოდ იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომელიც სურსათის ეროვნულმა საგენტომ და ჯანდაცვის სამინისტრომ ერთობლივად შეიმუშავა.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში აგრარული ბაზრები  მომხმარებლებისთვის ღიაა
ბორჯომში ბაზარი და ხილ–ბოსტნეულის მაღაზიები მეორე დღეა დაკეტილია
4 და 5 აპრილს ახალციხის ბაზარი დაიკეტება
ახალციხის ბაზარი  არ გაიხსნება – ბესიკ ამირანაშვილი
‘აგრარული ბაზრები მითითებული სტანდარტების მიხედვით შეძლებენ ფუნქციონირებას' – ლევან დავითაშვილი
რა რეკომენდაციები მისცა ახალციხის ბაზრის ადმინისტრაციას მინისტრის მოადგილემ
ახალციხის ბაზარმა ყველა რეკომენდაციის შესრულება ვერ შეძლო