FM97.5 / LIVE

თსსუ–ს პირველს საუნივერსიტეტო კლინიკაში 3 ახალშობილის პასუხს ელოდებიან

მთავარისიახლე, კორონავირუსი 27.03.2020
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ კლინიკაში ბოლო 24 საათში შეყვანილი საეჭვო შემთხვევებიდან 3 ახალშობილია. კლინიკა უმოკლეს დროში მათ პასუხებს ელოდება.

თსსუ–ს პირველს საუნივერსიტეტო კლინიკაში 3 ახალშობილის პასუხს ელოდებიან

„ბოლო 24 საათის განმავლობაში შემოვიდა ერთი ინფიცირებული ქალი, რომელიც არის ორსული დაახლოებით 22 კვირის. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, იმყოფება გინეკოლოგების და ინფექციონისტების მეთვალყურეობის ქვეშ,“ – ამბობს კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი.
თსსუ–ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება 3 ახალშობილი, რომელთა მდგომარეობაც საეჭვოდ შეფასდა და მათ პასუხს ლუგარის ლაბორატორიიდან ელოდებიან.

„ჩემს კლინიკაში ამ ეტაპზე სულ არის სამი ახალშობილი, რომელთა მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ მართვადი. ახალშობილები ყველა შემოყვანილია სუნთქვის მწვავე უკმარისობით. მოგეხსენებათ, რომ არ არის აუცილებელი მათთან იყოს კორონავირუსული ინფექცია. სულ არსებობდა და იარსებებს დღენაკლული ახალშობილები, არამარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელს სამყაროში და მათ სჭირდებათ დახმარება. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ შესაძლებელია არც დადასტურდეს კორონავირუსული ინფექცია. ვინაიდან დღესდღეისობით ჩვენს ქვეყანაში გამოცხადებულია წითელზონად მარნეული და ბოლნისი, აქედან გამომდინარე , როგორც საეჭვო შემთხვევა, ჩვილები გადმოიყვანეს ჩვენს კლინიკაში,“ – განუცხადა ჟურნალისტებს ლევან რატიანმა.

რატიანმა ასევე აღნიშნა, რომ ტარდება რამდენიმე პაციენტის განმეორებითი ტესტირება. პროტოკოლის მიხედვით თუ მათთან ტესტის პასუხი უარყოფითი იქნება, მათ შესაძლოა ხვალ საღამოს კლინიკა დატოვონ.

საქართველოში 27 მარტის მონაცემებით კორონავირუსის 81 შემთხვევაა დადასტურებული. 13 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა. კარანტინის რეჟიმში 4 505 პაციენტი იმყოფება, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 247. ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები ჩაკეტილია და გამოცხადებულია კარანტინის ზონებად.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ლუგარის ლაბორატორიიდან 9 დღის ახალშობილის პასუხს ელოდებიან - COVID-19
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 6 მძიმე პაციენტია
‘ახალშობილებისა და ორსულების მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ მართვადი’ - ლევან რატიანი
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ოთხი მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია
კორონავირუსი მარნეულში ორსულ ქალს დაუდგინდა - ჯანდაცვის მინისტრი
ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი კლინიკას დღეს დატოვებს - ეზუგბაია
COVID 19–ით ინფიცირებული 2 ორსულის და 13 წლის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია