FM97.5 / LIVE

ISFED ხმების პარალელურად დათვლის შედეგებს აქვეყნებს

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 09.10.2016
„სამართლიანი არჩევნების“ PVT შედეგების მიხედვით,„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 50%–მდე მერყეობს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხმები კი 27%–მდე. უცნობია გადალახა თუ არა "საქართველოს პატროიტთა ანლიანსმა" 5%–იანი ზღვარი.

ISFED ხმების პარალელურად დათვლის შედეგებს აქვეყნებს
არჩევნების დღის მიმდინარეობის თაობაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, „სამართლიანი არჩევნები“ დარწმუნებულია ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგად დაფიქსირებულ შედეგებში.

„სამართლიანი არჩევნების“ PVT შედეგების მიხედვით,„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მერყეობს 48.2%-სა და 50.0%-ს შორის. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კი 25.9%-სა და 27.7%-ს შორის.

„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის“ მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი კი მერყეობს 4.6%-სა და 5.2%-ს შორის. შესაბამისად, „სამართლიან არჩევნებს“ არ შეუძლია დარწმუნებით თქვას, გადალახა თუ არა აღნიშნულმა საარჩევნო სუბიექტმა 5%-იანი ბარიერი.

ხმების პარალელური დათვლის შედეგები იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებმაც ხმები 1%-ზე მეტი დააგროვეს მოცემულია ცხრილში. PVT შედეგები მოცემულია 95% სანდოობით.
ISFED ხმების პარალელურად დათვლის შედეგებს აქვეყნებს

ამასთან, PVT შეფასებით, ამომრჩეველთა აქტივობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით 52.9% შეადგინა, ცდომილების ზღვარი არის +/- 0.9%, რაც უფრო დაბალი მაჩვენებელია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, როდესაც ამომრჩეველთა აქტივობა 60.9% იყო.

საარჩევნო უბნების 97.9%-ზე ხმის დათვლის პროცესმა დარღვევების გარეშე ჩაიარა, რაც ახლოს არის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისა (98%) და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონაცემებთან (96.6%).

აღსანიშნავია, რომ პროპორციული სისტემის არჩევნებისთვის საერთო ჯამში 3702 საარჩევნო უბანია. საშუალოდ, თითოეულ საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია 950 ამომრჩეველი. შესაბამისად, ცალკეული საარჩევნო უბნების შედეგები ვერ მოახდენს ზეგავლენას არჩევნების პროპორციული სისტემით ერთიან შედეგებზე. თუმცა, ცალკეული საარჩევნო უბნების შედეგებმა შესაძლოა მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიოს მაჟორიტარული სისტემით არჩევნების შედეგებზე - აცხადებენ სამართლიან არჩევნებში.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ISFED-ის ხმების პარალელური დათვლის შედეგებით ზურაბიშვილმა ხმების 59,9% მიიღო
'სამართლიანი არჩევნების' პარალელური დათვლის შედეგებით მარგველაშვილი ლიდერობს
'სამართლიანი არჩევნების' შეფასებით, კენჭისყრის დღემ მშვიდ გარემოში ჩაიარა
'სამართლიანი არჩევნები': ამომრჩეველთა აქტივობა დაბალია
უბნების დათვლის პროცესი დასრულდა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგები ცნობილია
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინასწარი შედეგები 3 702 საარჩევნო უბნის მიხედვით (R)
ცესკომ არჩევნების საბოლოო შედეგი შეაჯამა