FM97.5 / LIVE
'სამართლიანი არჩევნების' 17:00 საათის მონაცემები

'სამართლიანი არჩევნების' 17:00 საათის მონაცემები

მთავარიპოლიტიკა 27.10.2013
17:00 საათისთვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა საუბნო საარჩევნო კომისიებში წარადგინეს 9 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში 40 საჩივარი.

'სამართლიანი არჩევნების' 17:00 საათის მონაცემები
'სამართლიანი არჩევნების' ხმების პარალელური დათვლის შედეგების თანახმად, 17:00 საათზე ამომრჩევლის აქტივობა იყო 38.2% (+/-1.1% ცდომილების ხარისხით). ეს უფრო დაბალი მაჩვენებელია, ვიდრე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 17:00 საათისთვის დაფიქსირებული აქტივობა, რომელიც 52.1 პროცენტს შეადგენდა, - ამბობენ ორგანიზაციაში.

„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, მიმდინარე საანგარიშო პერიოდშიც დაფიქსირდა არასთანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის, მარკირების პროცედურის დარღვევისა და უბანზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნის ფაქტები.

კერძოდ:

• აგიტაცია #43 (დმანისი) საარჩევნო უბანზე - საარჩევნო კაბინაში შემოხაზული იყო ნომერი 5;
• არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო უბანზე ყოფნის 4 შემთხვევა - #4, #2, #19 (ახალციხე) და #33 (მარტვილი);
• არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის 3 შემთხვევა #28 (სიღნაღი),#22 (დუშეთი) და #120 (ქუთაისი) საარჩევნო უბნებზე;
• საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება/შევსების 2 ფაქტი - #27(კასპი) უბანზე არ ივსებოდა სადემონსტრაციო ოქმი, თუმცა დამკვირვებლის მითითების შემდეგ დარღვევა აღმოიფხვრა; #43 (დმანისი) საარჩევნო უბანზე ბლოკნოტიდან ბიულეტენის ამოხევის დროს, ბლოკნოტში არ დარჩენილა ბიულეტენის ის ნაწილი, რაზეც მითითებულია ბიულეტენის ნომერი. ასეთი სახით გაიცა სამასამდე ბიულეტენი;
• ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა #22 (ჩოხატაური) საარჩევნო უბანზე - კომისიის წევრმა კაბინის გარეთ მისცა ხმა;
• მარკირების არ შემოწმების 4 შემთხვევა #20(კასპი) საარჩევნო უბანზე;
• მარკირება არ გაკეთდა #37 (მარნეული) საარჩევნო უბანზე;
• #33 (საბურთალო) საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს ხელი დახვდა მოწერილი ამომრჩეველთა ერთიან სიაში და ვერ შეძლო კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება;
• #14 (ვანი) საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ხმა მისცა ერთიანი სიით და გადასატანი ყუთით;
• #23 (მცხეთა) საარჩევნო უბანზე ძირითადი ყუთი უბნის გახსნიდან 14:30 საათამდე იყო დაულუქავ მდგომარეობაში, ხოლო 14:30 საათზე დაილუქა.

“სამართლიანი არჩევნების“ შემდეგი განცხადება გამოქვეყნდება 22:30 საათზე.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'სამართლიანი არჩევნები': ამომრჩეველთა აქტივობა დაბალია
„სამართლიანი არჩევნები“: დარღვევები 15:00 საათის მონაცემებით
N3 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა
არაუფლებამოსილი პირების ყოფნა, ასპინძის N1 საარჩევნო უბანზე
„სამართლიან არჩევნებს“ სამცხე-ჯავახეთში დარღვევა არ დაუფიქსირებია
ახალციხის N5 საარჩევნო უბანზე 10-მა ამომრჩეველმა ხმის მიცემა ვერ შეძლო
დარღვევა აბასთუმნის საარჩევნო უბანზე