FM97.5 / LIVE
'სამართლიანი არჩევნები': ამომრჩეველთა აქტივობა დაბალია

'სამართლიანი არჩევნები': ამომრჩეველთა აქტივობა დაბალია

მთავარიპოლიტიკა 27.10.2013
'სამართლიანი არჩევნების' ხმების პარალელური დათვლის შედეგების თანახმად, 12:00 საათზე ამომრჩევლის აქტივობა წარმოადგენს 16.8% (+/-0.6% ცდომილების ხარისხით). ეს უფრო დაბალი მაჩვენებელია, ვიდრე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 12:00 საათისთვის დაფიქსირებული აქტივობა, რომელიც 25.5 პროცენტს შეადგენდა.

'სამართლიანი არჩევნები': ამომრჩეველთა აქტივობა დაბალია
თბილისში 12 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 15.2%-ია, ხოლო 2012 წელს 12 საათისთვის ამორჩეველთა აქტივობა თბილისის მასშტაბით 24% იყო. რეგიონებში (თბილისის გარდა) 12 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 17.5%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც 2012 წელს ამომრჩეველთა აქტივობის მაჩვენებელი 12 საათისთვის რეგიონებში 26% გახლდათ.

რაც შეეხება დარღვევებს, „სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, ამ დროისთვის, კენჭისყრის მიმდინარეობის პროცესში ყველაზე პრობლემატურ საკითხად გამოიკვეთა არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის ფაქტები და ბათუმში ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული პრობლემები.

ამ დროისათვის ორგანიზაციის დამკვირვებლებმა დააფიქსირეს:

• არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის 9 შემთხვევა - #21 (ბათუმი), #11(მესტია), #5(ბათუმი), #2(თიანეთი), #22 (დუშეთი), #28 (სიღნაღი), #120 (ქუთაისი), #10 (მარტვილი) და #4(მარნეული) საარჩევნო უბნებზე;
• ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული ხარვეზები #7, #8, #52 და #72 (ბათუმი) საარჩევნო უბნებზე;
• „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის უფლებების (ჩანაწერთა წიგნში შენიშნვნის შეტანის უფლება) შეზღუდვის 2 ფაქტი - #2 (ბათუმი) #42 (მარნეული) საარჩევნო უბნებზე;
• ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 1 შემთხვევა - #42 (მარნეული) საარჩევნო უბანზე;
• მარკირება არ გაკეთდა ერთ საარჩევნო უბანზე - #64 (ვაკე);
• მარკირება არ შეუმოწმდა ოთხ ამომრჩეველს #50 (მარნეული) საარჩევნო უბანზე;
• არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო უბანზე ყოფნის 2 შემთხვევა - #21(ახალციხე) და #10 (გურჯაანი) საარჩევნო უბანზე;
• საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება/შევსების 4 ფაქტი - #11 (კასპი), #25 (წყალტუბო), #76 (საბურთალო) და #6 (ბათუმი) საარჩევნო უბნებზე;
• საგარეჯოს #11 უბანზე 3 საკონტროლო ფურცელი მოთავსებულ იქნა ძირითად საარჩევნო ყუთში.

ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში წარდგენილია 5 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში 22 საჩივარი.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'სამართლიანი არჩევნების' 17:00 საათის მონაცემები
„სამართლიან არჩევნებს“ სამცხე-ჯავახეთში დარღვევა არ დაუფიქსირებია
'სამართლიანი არჩევნების' შეფასებით, კენჭისყრის დღემ მშვიდ გარემოში ჩაიარა
„სამართლიანი არჩევნები“: დარღვევები 15:00 საათის მონაცემებით
'სამართლიანი არჩევნების' პარალელური დათვლის შედეგებით მარგველაშვილი ლიდერობს
ამომრჩეველთა აქტივობა 10:00 საათისთვის
საია: 30 საჩივარი და 47 შენიშვნა 21:00 საათისთვის