FM97.5 / LIVE

როგორ ავარიდოთ ბავშვებს სტრესი და დაძაბულობა სახლში ყოფნის დროს - რას გვირჩევენ სპეციალისტები

მთავარისიახლე, კორონავირუსი 27.03.2020
ვერ ვაჩერებ შვილს, სახლში არ უნდა; ღამე ვერ ვაძინებ, შფოთავს; სულ ვირუსზე მესაუბრება; სწავლა არ უნდა, მარტო გარეთ გასვლას მთხოვს... ეს შეკითხვები მშობლებისთვის იზოლაციამ გააჩინა. როდესაც მსოფლიო პანდემიას ებრძვის და შინ დარჩენა საუკეთესო რჩევაა, ბავშვებს განსაკუთრებით უჭირთ.

როგორ ავარიდოთ ბავშვებს სტრესი და დაძაბულობა სახლში ყოფნის დროს - რას გვირჩევენ სპეციალისტები

სოციალურ ქსელებში სულ უფრო მეტი მშობელი ითხოვს რჩევას, როგორ მოიქცეს, რომ საკუთარი შვილი სტრესისგანაც დაიცვას და თან, შინ „გამოკეტილმა“ ბავშვმა დრო სასარგებლოდ და სასიამოვნოდაც გაატაროს. „სამხრეთის კარიბჭემ“ მშობლების შეკითხვები პედიატრს, ეპიდემიოლოგს, ბავშვთა ფსიქოლოგსა და მასწავლებელს დაუსვა.

ჩვენი ოთხივე რესპონდენტი თანხმდება, რომ უპირველესად, აუცილებელია, პანდემიის საფრთხის პირობებში გაცემული რეკომენდაციები ყველამ გაითვალისწინოს.

„ნუ დაანახებთ ბავშვს, რომ პანიკაში ხართ“

ახალციხის ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის ფსიქოლოგი, სოფიო თავაძე გვირჩევს, რომ სახლში დარჩენილ ბავშვებს მეტი ყურადღება დავუთმოთ, მოვარიდოთ ნეგატიურ ინფორმაციას და ბავშვებთან ერთად უფრო მეტად ჩავერთოთ თამაშში თუ სწავლის პროცესში.

„პირველ რიგში, მშობლები უნდა მოვერიდოთ დრამატულად ამ სიტუაციის აღქმას და ბავშვებთან ერთად არ უნდა ირჩეოდეს ის საკითხები, რაც არის ქვეყანაში, არ უნდა იყოს ბავშვისთვის დრამატულად აღქმული. მოვერიდოთ ბავშვის თანდასწრებით ტელევიზორის ყურებას ან კომენტარებს, „დედა, ეს რა მოხდა“, „ვაიმე, კიდევ ერთი დაინფიცირდა“, „უი, გარდაიცვალა“, „კორონა ბავშვებსაც ემართებათ“... ასეთი ფრაზები, ამაზე ხაზგასმა არ შეიძლება, ეს ბავშვების ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმედებს,“ – ამბობს სოფიო თავაძე.

თუმცა, ფსიქოლოგი იმასაც დასძენს, რომ არც მეორე უკიდურესობა ვარგა - ბავშვების სრულ ვაკუუმში მოქცევა და ინფორმაციის დამალვა იწვევს შიშს და მათ ინტერესს უღვივებს.

„არის მეორე კატეგორია მშობლების, რომლებიც ყველაფერს უმალავენ ბავშვებს და ამას იმდენად ისტერიულად აკეთებენ, რომ ბავშვი ხვდება, რაღაც ვერ არის კარგად, მაგრამ ვერ ხვდება, რა - ეს დამატებითი სტრესია. თუ ბავშვს შეკითხვები უჩნდება, რა თქმა უნდა, ასაკიდან გამომდინარე, უნდა ავუხსნათ ადეკვატურად, რატომ ვაბანინებთ ხელებს ყოველ 10 წუთში ერთხელ, რატომ არ ვუშვებთ გარეთ, რომ ეს არის დროებითი, გლობალური ვირუსი, რომ ჩვენ გავხდებით ავად თუ ამას არ შევასრულებთ. ეს არ უნდა იყოს შემაშინებელი. ბავშვს ვუთხრათ, რომ თუ გარეთ გახვალ კორონავირუსი დაგემართება, ასეთი ფრაზები უნდა ამოვიღოთ,“ – გვიხსნის სოფიო თავაძე.

„ვერ გამოვყოფ ვერცერთი კატეგორიის ბავშვს, ნებისმიერს შეიძლება დაემართოს სტრესი. ეს არის მშობლებიდან გამომდინარე იმიტომ, რომ ბავშვები არიან დამოკიდებული მშობლის განწყობაზე ისინი ჩვენს თვალებში კითხულობენ და თუ ბავშვი მშობლის თვალებში ხედავს ისტერიკას მითუმეტეს ვერ გაუგია ეს რა არის, ჩვენ კი პანიკის დროს ხშირად არაადეკვატურ რაღაცებს ვაკეთებთ. ეს, რა თქმა უნდა, მომედებს, განსაკუთრებით პატარებზე“.

სოფიო თავაძე მშობლებს ურჩევს, რომ თავისუფალი დრო შვილებთან ერთად რაიმე სასიამოვნო საქმის კეთებაში გაატარონ.
„ძალიან კარგია ამ დროს არტთერაპია, ანუ რა იგულისხმება ამაში, შედის ყველანაირი ხელოვნება. მაგალითად, ვხატოთ ბავშვებთან ერთად, ვძერწოთ, გამოვჭრათ, გავაფერადოთ, ძალიან კარგია კინეტიკური ქვიშა, კარგია თუნდაც ბურღულეულით თამაში. მაგრამ, თუ ეს ყველაფერი არ მოსწონს ბავშვს, არ უნდა დავაძალოთ მხოლოდ იმიტომ, რომ გაგვიგია, ხატვა კარგია. დაძალება კიდევ მეორე პრობლემაა. ეს პირიქით მოქმედებს ბავშვის ფსიქოლოგიაზე. თუ გაქვთ იზოლირებული ეზო, მიეცით ბავშვებს საშუალება, ენერგია დახარჯონ, ითამაშონ მიწით, თუ არადა, სახლში მოუწყვეთ სახტუნაო, საცეკვაო, ან თუნდაც დახაზეთ კლასი, რაც აქამდე არ გაგიკეთებიათ მიეცით ახლა ცოტახნით ამის ნება. ხშირად კითხეთ შვილებს მათ რისი თამაში უნდათ. ბევრი საშუალება არსებობს, რომ ეს ყველაფერი ერთად დავძლიოთ.“

„მოარიდეთ ბავშვები უცხო ადამიანებთან კონტაქტს“

როგორც ეპიდემიოლოგი ქეთინო ჯინჭველაძე ამბობს, ცალკე ბავშვებისთვის რაიმე განსაკუთრებული რჩევები და რეკომენდაციები არ არსებობს. ის მშობლებს ურჩევს, იზრუნონ, რომ ბავშვებმა ხშირად დაიბანონ ხელები და დაიცვან ჰიგიენა.

„ჩვეულებრივად ბავშვებზე მოქმედებს ის რეკომენდაციები, რაც ყველაზე, ბავშვების საშიშროება მდგომარეობს იმაში, რომ არ უვლინდებათ სიმპტომატიკა და არიან ძალიან საშიშნი გადაცემისთვის. მოვუწოდებ მშობლებს, დარჩით სახლში, ბავშვები მოარიდეთ უცხო ადამიანებთან კონტაქტს, დაიცავით დისტანცია. ამით დავიცავთ ბავშვებსაც და მოხუცებსაც, განსაკუთრებით რისკის ქვეშ არინ ახლა უფროსი ასაკის ადმიანები და ქრონიკული დაავადებების მატარებლები“, – ამბობს ქეთინო ჯინჭველაძე.

„ბავშვს ძალით ვერ ასწავლი“

აქტიურობისკენ მოუწოდებს ბავშვებსა და მშობლებს ახალციხის მე–6 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თიკო ლობჯანიძე.

„ასეთ პერიოდში ბავშვებმა აუცილებლად უნდა წაიკითხონ, უნდა ითამაშონ კიდეც, რა თქმა უნდა, უყურონ მულტფილმებს, მაქსიმალურად მრავალფეროვანი უნდა იყოს მათი აქტივობები. ეს ყველაფერი არ უნდა მოხდეს ძალით, მაინც სტრესში იქნება გამომდინარე იმ ვითარებიდან, რომ მშობელიც სტრესშია, მასწავლებელიც, ჩვენი განწყობა მერე მაინც გადამდებია ბავშვებზე,“– ამბობს თიკო, რომელიც რაც სკოლებში სწავლა შეწყდა, საკუთარ მოსწავლეებს ონლაინ გაკვეთილებს უტარებს და ცდილობს, რაც შეიძლება მეტი საინტერესო რამ მოიფიქროს მათთვის,
მასწავლებელია და კარგად იცის, რა რთულია ასეთ სიტუაციაში, 45 წუთი გააჩერო ბავშვი კომპიუტერთან იმისთვის, რომ გაკვეთილი ჩაუტარო.

„ძალდატანებით ვერ ასწავლი ბავშვს გაკვეთილს, ის შედგენილი ცხრილები და განრიგები რაც გვქონდა, ასეთ ვითარებაში ვეღარ მუშაობს. მასწავლებლებიც კარაგად უნდა გავერკვეთ ონლაინ გაკვეთილებში, რომ მათთვის გასაგებად ავხსნათ, განსაკუთრებით ძნელია ურთიერთობა პირველ კლასიდან მეექვსე კალასის ჩათვლით მოსწავლეებთან. მათ კომპიუტერთან ასეთ დონეზე შეხება არ აქვთ. არ შეიძლება დავსტრესოთ, ეს მათთვის დამაზიანებელი იქნება. ამ ქაოტურობის შემდეგ ყველაფერი რომ დალაგდება, დავიწყებთ უფრო მეტად ამ ტიპის გაკვეთილებს,“ – ამბობს ლობჯანიძე.

„სუფთა ჰაერი აუცილებელია“

პედიატრები კი მშობლებს, მოუწოდებენ თვითიზოლაციის პერიოდში ხშირად გაანიავონ ბავშვის ოთახი და მთლიანად სახლი.
„რადგან ასეთი რეჟიმია მაინც ყველანი ვრჩებით სახლში. ბავშვთა ავადობები ნაკლებია შედარებით საბედნიეროდ. რაც აუცილებლად უნდა გაითავლისწინოთ ჩვეულებრივად ოთახი ძალინ ხშირად უნდა გავანიავოთ, ვისაც აქვს ეზო, რა თქმა უნდა, უნდა ჩავიყვანოთ ბავშვი ეზოში, საუკეთესო დროა შვილებთან ყოფნის. ასევე ყველა დანარჩენი რეკომენდაცია, რაც არის ვირუსთან დაკავშირებით უნდა გავითავლისწინოთ. მაგალითად როგორიცაა ჰიგიენის დაცვა, ხელების ხშირი დაბანვა, მიიღეთ ჯანსაღი საკვები, მოარიდეთ ბავშვები სტუმრებს. სახლში ყოფნა არ ნიშნავს, რომ მეზობლებთან უნდა იაროთ“, – ამბობს კლინიკა „იმედის“ პედიატრი გულო თათაშვილი.

კორონავირუსის საფრთხის პირობებში ჯანდაცვის უწყებების რეკომენდაციები საერთოა ბავშვებისა და მშობლებისთვის, ამას ყველა რესპონდენტი ხაზგასმით აღნიშნავს, თუმცა მათი მთავარი და საერთო რჩევა მშობლებისთვის მაინც მსგავსია - იმისთვის, რომ ბავშვებს სტრესის დაძლევაში დავეხმაროთ, მათ მეტი დრო უნდა დავუთმოთ - ვათამაშოთ, ვუკითხოთ და ვესაუბროთ.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

5 რჩევა ფსიქოლოგისგან - როგორ დავძლიოთ იზოლაციით გამოწვეული დეპრესია
ახალქალაქში ბავშვებისთვის გასართობის არარსებობაზე ჩივიან
რა ტიპის დარღვევებით მიმართავენ ბავშვთა განვითარების ცენტრს ახალციხეში

5 წლის პირველკლასელები
COVID-19: უნდა გავუკეთოთ თუ არა 2 წლამდე ასაკის ბავშვს პირბადე
ტყვია ბავშვების სისხლში – რეკომენდაციები მშობლებს