FM97.5 / LIVE

ტყვია ბავშვების სისხლში – რეკომენდაციები მშობლებს

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.05.2019
სამცხე-ჯავახეთში გამოკვლეული ბავშვების 32%–ს სისხლში ტყვიის შემცველობა ზღვარზე მაღალია. რა დაავადებებს იწვევის ტყვიის მომატებული დონე ბავშვებში და რა შემთხვევაში ინიშნება მედიკამენტოზური მკურნალობა.

ტყვია ბავშვების სისხლში – რეკომენდაციები მშობლებს

ახალციხეში მცხოვრები ინგას შვიდი წლის ბიჭს სისხლში ტვიის შემცველობა მაღალი აქვს. დედამ კვლევის შედეგების პასუხი გასულ კვირას მიიღო.

„6.2 მგკ/დლ აქვს ნორმა კი 5.0 მგკ/დლ –მდეა. ძალიან ვღელავ, არ ველოდი, თუ ჩემს შვილის სისხლში ტყვია აღმოჩნდებოდა“, – ამბობს შვიდი წლის ბიჭი დედა.

ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად მასშტაბური კვლევა, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef) დახმარებით 2018 წელს ჩატარდა. ამ კვლევის მიხედვით, სისხლში ტყვიის შემცველობის მომატება ქვეყნის მასშტაბით ბავშვების 41%-ში დაფიქსირდა.

სამცხე-ჯავახეთში გამოკვლეული ბავშვების 32%–ს სისხლში ტყვიის შემცველობა ზღვარზე (5.0 მგკ/დლ) მაღალია. 32%–დან 12%–ს კი 10.0 მგკ/დლ–ზე მაღალი აქვს.

„თქვენი შვილის სისხლში ფიქსირდება ტყვიის ზეგავლენა მსუბუქი დოზით. რამაც, შესაძლებელია იმოქმედოს ბავშვის აკადემიურ მოსწრებასა და ყურადღების კონცენტრაციაზე. აქედან გამომდინარე, ბავშვის ჯანმრთელობის უკეთ შესწავლისა და ტყვიის ზემოქმედებისგან მისი დაცვის მიზნით, უნდა დაიგეგმოს ვიზიტი პედიატრთან“, – ნათქვამია წერილში, რომელიც კვლევაში მონაწილე ბავშვების მშობლებმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან მიიღეს.

ახალციხეში კლინიკა „იმედის“ ბავშვთა განყოფილების ხელმძღვანელი მაია ზაზაძე ამბობს, რომ ბავშვს მედიკამენტური მკურნალობა მაშინს სჭირდება, როცა ტყვიის შემცველობა 45 მგკ/დლ და მეტია.

მისი თქმით, იმ ბავშვს, რომელსაც სისხლში ტყვიის შემცველობა მაღალი აქვთ, სასურველია მშობელმა თბილისში, იაშვილის კლინკაში ტოქსიკოლოგიის განყოფილებაში წაიყვანოს შესამოწმებლად: „მეორედაც უნდა გაკეთდეს ანალიზი. გარდა ამისა, სისხლის ანალიზს უფასოდ გაუკეთებენ ამავე ოჯახში მცხოვრებ 18 წლამდე ასაკის ბავშვს და ფეხმძიმეებს“.

დაავადებთა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამნეტის უფროსის ლელა სტურუას განმარტებით, რეკომენდაციები სისხლში ტყვიის შემცველობის მომატებასთან დაკავშირებით ყველა მშობელმა მიიღო, რომლის შვილიც კვლევაში ჩართული იყო.

„ერთ–ერთი დაბალი მაჩვენებელი გაქვთ „სამცხე–ჯავახეთში“, რეკომენდაციები ყველა რეგიონისთვის ერთნაირია. მშობლებმა პასუხებთან ერთად მიიღეს რეკომენდაციებიც, პირველ რიგში უნდა მიმართონ პედიატრს, რომელიც დაუნიშნავს შემდეგ გამოკვლევებს. თუ საჭირო გახდა რაიმე ვიტამინის, ან მედიკამენტის დანიშვნა, სახელმწიფო აანაზღაურებს“, – განმარტავს ლელა სტურუა.

დეპარტამენტის უფროსი მშობლებს ურჩევს გაარკვიონ რა შეიძლება იყოს მათ სახლში ტყვიის წყარო: „ვნახეთ ოჯახები, რომლებიც სახლში სანადირო და სათევზაო მოწყობილობებს ინახავდნენ . ეს მოწყობილობები კი ტყვიას შეიცავენ. ძალიან ხშირად უნდა დაალაგონ სველი წესით სახლი, ხშირად გარეცხონ ბავშვების სათამაშოები, ხშირად დაბანონ ხელები ბავშვებს. მარტო ხელის ხშირი დაბანა 80%–ით ამცირებს ბავშვის ტყვიით ინტოქსიკაციის რისკს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებთან არ მოწიონ. ესეც რისკფაქტორია“.

რატომ არის ტყვია საშიში ბავშვების ჯანმრთელობისთვის?


ტყვია ტოქსიური მეტალია, რომელიც, ბუნებრივად გვხვდება დედამიწის ქერქში. ტყვიის ნეიროტოქსიკური გავლენისგან განსაკუთრებით დაუცველები ბავშვები არიან; ტყვიით მოწამვლა იწვევს გონებრივი განვითარების შეფერხებას, ქვეითდება ინტელექტუალური კოეფიციენტი, მცირდება ყურადღების კონცენტრაცია, იზრდება ანტისოციალური ქცევა და სხვ. ტყვია საზიანოა ზრდასრულებისთვისაც და შეიძლება დააზიანოს თირკმელი, საჭმლის მომნელებელი ორგანოები, გამოიწვიოს მაღალი წნევა, და სხვ.

ტყვიით ინტოქსიკაციის შემთხვევა, შესაძლებელია, რთული გამოსავლენი იყოს, რადგან ის სპეციფიკური ნიშნებით არ ხასიათდება.

ტყვიით ინტოქსიკაციის დროს ადგილი აქვს შემდეგ ქცევით სიმპტომებს:


• ყურადღების კონცენტრაციის დარღვევას,
• ინტელექტის შეფასების ტესტებში დაბალ დონეს,
• ჰიპერაქტიულობას,
• სირთულეებს კითხვისას,
• კოორდინაციის გაძნელებას,
• ქცევით დარღვევებს,
• დაბალ მოსწრებას სკოლაში,
• ზრდისა და განვითარების შეფერხებებს.

კლინიკური სიმპტომები:


• ტკივილი მუცლის არეში.
• ანემია.
• ყაბზობა.
• თავის ტკივილი.
• მადის დაქვეითება.

უმრავლეს შემთხვევაში, ტყვიის დონე სოფლებში უფრო მაღალია, ვიდრე ქალაქებში.

იმ პირებს, რომლებიც კვლევაში ვერ მოხვდნენ და უნდა გაარკვიონ მომატებულია თუ არა მის სისხლში ტყვიის შემცველობა, ანალიზის გაკეთება 65–დან 130 ლარამდე დაუჯდებათ. თბილისის კლინიკების ნაწილი ანალიზს გერმიანიასა და შვეიცარიაში აგზავნის, ნაწილი კი კლინიკის ლაბორატორიაში ადგილზე აკეთებს.

რეკომენდაციები სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთში ბავშვების 32%–ს სისხლში ტყვიის შემცველობა მომატებული აქვს - კვლევა
ექიმი გვირჩევს:  ტყვია ორგანიზმში [ვიდეო]
15 000–მდე ბავშვს სისხლში ტყვიის შემცველობაზე გამოიკვლევენ
სამცხე–ჯავახეთში ბავშვებში ტყვიის შემცველობის კვლევაზე მშობლების ნაწილი უარს ამბობს
სამცხე–ჯავახეთში ბავშვებს სისხლში ტყვიის შემცველობაზე იკვლევენ
გარემოს დაცვის სამინისტრო: ბენზინში ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმას არ აღემატება
სამკაულებში ჯანმრთელობისთვის საშიში ტყვია და კადმიუმი აღმოჩნდა – momxmarebeli.ge