FM97.5 / LIVE

სწრაფ ტესტებს პირველ რიგში მარნეულში გამოიყენებენ

მთავარისიახლე, კორონავირუსი 24.03.2020
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, იმისთვის, რომ რეგიონში ეპიდემიის სწრაფი გავრცელება შეაკავონ, სწრაფი ტესტების გამოყენება მარნეულიდან დაიწყება.

სწრაფ ტესტებს პირველ რიგში მარნეულში გამოიყენებენ

„დღეს ჩვენ ველოდებით სპეცრეისს, რომელიც განხორციელდება ჩინეთიდან საქართველოში. მივიღებთ ორი ტიპის სწრაფ ტესტს. ერთ–ერთი იქნება იმის მსაგავსი, რომელიც უკვე არის საქართველოში და მოვახდენთ ჩვენი მარაგების კიდევ დამატებით შევსებას, ხოლო მეორე ტესტი არის სწრაფი, რომელიც პირველ და მეორე დღეს აიდენტიფიცირებს ორგანიზმში ვირუსის არსებობას და შესაბამისად ჩვენი გეგმა არის შემდეგი, რომ იქ სადაც ჩვენ ვთვლით, რომ არის რისკი ეპიდემიური აფეთქების, დავიწყებთ იმ მოსახლეობის გამოკვლევას. ამ ეტაპზე ეს რეგიონი შერჩეულია და ეს არის მარნეული. ეს მოგვცეს საშუალებას რეგიონში ეპიდემიის გარკვეულწილად შეკავების და დინამიურობის გაკონტროლების,“ – უთხრა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს.

სწრაფი ტესტების შემოტანასა და მიზნობრივ ტესტირებაზე მინისტრმა გუშინდელ ბრიფინგზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ტესტებს ქვეყანაში ეტაპობრივად შემოიტანენ, ოთხშაბათიდან კი მიზნობრივი ტესტირების დაწყება გახდება შესაძლებელი.

საქართველოში 24 მარტის მონაცემებით კორონავირუსის 67 შემთხვევაა დადასტურებული. 9 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა. კარანტინის რეჟიმში 4055 პაციენტი იმყოფება, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 252. ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები ჩაკეტილია და გამოცხადებულია კარანტინის ზონებად.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კორონავირუსი მარნეულში ორსულ ქალს დაუდგინდა - ჯანდაცვის მინისტრი
ხვალიდან სწრაფი ტესტების შემოტანას ველოდებით - ჯანდაცვის მინისტრი
სწრაფი ტესტის გაკეთებასაც ექიმის დანიშნულება სჭირდება - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე
ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი კლინიკას დღეს დატოვებს - ეზუგბაია
'4 მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობის სტაბილიზირება ვერ ხერხდება' – მარინა ეზუგბაია
407 672 ინიფირებული მსოფლიოში – 24 მარტის სტატისტიკა
‘შეიძლება პიკი არც არასდროს მივიღოთ’ – თამარ გაბუნია კორონავირუსის შემთხვევებზე