FM97.5 / LIVE

ახალქალაქი პირბადეებს, ხელთათმანებსა და ხალათებს მიიღებს

მთავარისიახლე, კორონავირუსი 25.03.2020
როგორც ახალქალაქის მერმა იურიკ უნანიანმა სააგენტო „ჯეინიუსს“ უთხრა, მუნიციპალიტეტმა 5000 სამედიცინო ხალათი, ხელთათმანი და პირბადე შეუკვეთა.

ახალქალაქი პირბადეებს, ხელთათმანებსა და ხალათებს მიიღებს

"ორი დღის წინ გუბერნიიდან შეგვატყობინეს, რომ საქართველოში ფირმებმა პირბადეების წარმოება დაიწყეს. ჩვენ შევუკვეთეთ, რათა საჭიროებისამებრ დავარიგოთ, ასევე შევახვედროთ მათ, ვისაც საზოგადოებასთან მუდმივი კონტაქტი აქვს. როდესაც მივიღებთ, შევიმუშავებთ ფორმას და პირობებს და შეგატყობინებთ, თუ ადამიანების რომელ კატეგორიას დავურიგებთ, და საიდან შეძლებენ ამის მიღებას. ჩვენ ყველას ვერ დავურიგებთ",- უთხრა გამოცემას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა, იურიკ უნანიანმა.

რამდენიმე დღის წინ, ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ 70 წელს გადაცილებულ ყველა პენსიონერს საქართველოში პირბადეები დაურიგდება. თურნავას თქმით, ასევე პირბადეებით უზრუნველყოფენ ჟურნალისტებს და იმ ადამიანებს, ვინც „ფრონტის წინა ხაზზე დგას“.

25 მარტის დილის 11 საათის მონაცემებით, საქართველოში, ახალი კორონავირუსის 73 ლაბორატიულად დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელებულია 9 პაციენტი. ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტები კი ჩაკეტილია და საკარანტინო ზონებადაა გამოცხადებული.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვინ მიიღებს პირბადეებს უფასოდ - ეკონომიკის მინისტრის განმარტება
ლუგარის ლაბორატორიიდან 9 დღის ახალშობილის პასუხს ელოდებიან - COVID-19
დღეს არსად არ არის შეკრების დრო, არც სამეგობროში და არც ეკლესიებში - პაატა იმნაძე
ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი კლინიკას დღეს დატოვებს - ეზუგბაია
საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა კიდევ 5 პაციენტი
საქართველოში მრავალჯერადი გამოყენების პირბადეების წარმოება დაიწყება
29 მარტის  მონაცემებით კორონავირუსს 199 ქვეყანა ებრძვის