FM97.5 / LIVE

ვინ მიიღებს პირბადეებს უფასოდ - ეკონომიკის მინისტრის განმარტება

მთავარისიახლე, კორონავირუსი 24.03.2020
საქართველოში წარმოებულ პირბადეებს პირველ რიგში რისკის ქვეშ მყოფი პირები მიიღებენ - განცხადება ნათია თურნავამ დღევანდელ ბრიფინგზე გააკეთა.

ვინ მიიღებს პირბადეებს უფასოდ - ეკონომიკის მინისტრის განმარტება

„პირველ რიგში ეს არის რისკ ჯგუფები... გუშინ დაიწყო საქართველოს ფოსტამ მედიკამენტების მიწოდება 70 წელს გადაცილებულ პენსიონერებზე და ამ კომპლექტში ჩვენი პირბადეებიც შევიდა. ასევე ვისაც შეხება აქვს კარანტინებთან, შესაძლო დაავადებულებთან მაგალითად, გუშინ 10 000 გავგზავნეთ ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტში... ასევე მეტროპოლიტენის თანამშრომლები, მნიშვნელოვანი კატეგორიაა, სასურსათო მარკეტებში დასაქმებული ადამიანები - მათაც დავუწყებთ მიწოდებას და თანდათან ეს წრე გაფართოვდება“.

მინისტრის თქმით, ნედლეულის მოწოდების გაზრდის შემთხვევაში, დაიწყება პირბადეების გაყიდვაც.

საქართველოში პირბადეების წარმოება კორონავირუსის გავრცელების შემდეგ დაიწყო. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით წარმოებაში 10 - მდე კომპანიაა ჩართული და წარმოების მასშტაბები კიდევ გაფართოვდება.

ამ დრისთვის ქვეყანაში ინფიცირებულების რაოდენობა 67 -ს შეადგენს, ვირუსისგან განიკურნა 9 პირი, ხოლო 252 სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ვირუსის გავრცელების გამო მთელი საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები კი საკარანტინო ზონებადაა გამოცხადებული.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქი პირბადეებს, ხელთათმანებსა და ხალათებს მიიღებს
საქართველოში მრავალჯერადი გამოყენების პირბადეების წარმოება დაიწყება
მოსახლეობის ნაწილს პირბადეებს უფასოდ დაურიგებენ
რას გულისხობს მკაცრი საკარანტინო რეჟიმი – გახარიას განმარტება
ქართული წარმოების პირბადეების გაყიდვა იწყება – რა ფასად და სად შეიძენთ
‘შემდეგი კვირიდან  მაქსიმალურად ვეცდებით, რომ  პირბადეები გამოჩნდეს სააფთიაქო ქსელებში’ - თურნავა
პრემიერი: მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალტეტები გადადიან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე