FM97.5 / LIVE

რა შემთხვევაში დაიწყება მოსახლეობის მასობრივი ტესტირება – ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

მთავარისიახლე, კორონავირუსი 18.03.2020
ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც მოსახლეობაში დაფიქსირდება ინფიცირების უკონტროლო ზრდა, ჯანდაცვის სამინისტრო მასობრივ ტესტირებას დაიწყებს, მანამდე კი ტესტების შესაძენად აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ კორეასთან და ჩინეთთან.

რა შემთხვევაში დაიწყება მოსახლეობის მასობრივი ტესტირება – ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, რა შემთხვევაში დაიწყება მოსახლეობის მასობრივი ტესტირება კორონავირუსზე.

„ვაკვირდებით სხვა ქვეყნების მაგალითებს, თუ როგორ მართავენ ეფექტურად კორონავირუსის გავრცელებას და შემდეგ მის მკურნალობას. ვიღებთ სხვადასხვა მიმართულებებით გადაწყვეტილებებს. კორეა არის ის ქვეყანა, რომელმაც აგრესიული ტესტირებით მოახდინა ძალიან ბევრი ფაქტის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და შემდეგ ყოველივე ამის ეფექტური მენეჯმენტი. ჩვენ გავაქვს მოლაპარაკებები კორეასთან და ჩინეთთან სახელმწიფო დონეზე , გვაქვს იმის დამაიმედებელი პასუხები რომ კვირის ბოლოს შეგვეძლება კონკრეტულ რაოდენობაზე საუბარი. ჩვენი საელჩო უზრუნველყოფს ამ ტვირთის ჩამოტანას საქართველოში და საჭიროების შემთხვევაში, როდესაც ჩვენ მოსახლეობაში უკვე დავაფიქსირებთ რამდენიმე უკონტროლო ზრდას გვექნება საშუალება მოვახდინოთ მოსახლეობის მასობრივი ტესტირება“, – განმარტა ტიკარაძემ.

მისი თქმით, აგრესიული ტესტირება არ ნიშნავს იმას, რომ ადრეულ ეტაპზე გამოვლენილი კორონავირუსი მიმდინარეობს უფრო მსუბუქად.

"ეს გულისხმობს ყველა იმ კლასტერის მოცვას და იმის ცოდნას, თუ რომელ ჯგუფში არის გავრცელებული კორონავირუსი, მსგავსი ტესტირებები მიმდინარეობს გრიპის ვირუსზეც და ზოგადად ეს არის მიღებული პრაქტიკა, როდესაც ჩვენ ვაიდენტიფიცირებთ არის თუ არა ქვეყანაში ეპიდებია".

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

Covid–19 – ზე მასობრივი ტესტირება მოხუცთა თავშესაფრებსა და პანსიონატებში ჩატარდება
20–მდე ექიმს და შსს–ს რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა – ტიკარაძე
საქართველოში ჩვენ პიკი არ გვქონია, მივაღწიეთ იმას, რომ ვმართეთ ვირუსის გავრცელება – ეკატერინე ტიკარაძე
სამცხე–ჯავახეთში კარანტინში მყოფი პირების მასობრივი PCR ტესტირება 11 მაისიდან დაიწყება
სოფელ რუსთავში COVID-19–ზე მასობრივი ტესტირება დაიწყო
მზად ვართ შევცვალოთ პროტოკოლი და 7 დღეში ერთხელ გავუკეთოთ ტესტირება – ტიკარაძე მედპერსონალზე
ტურისტებს  COVID-19-ზე აეროპორტში შეამოწმებენ