FM97.5 / LIVE

ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა არ გაუარესებულა – მარინა ეზუგბაია

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 13.03.2020
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 22 პაციენტი ჰყავთ. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ დროისთვის კორონავირუსზე ანალიზების პასუხს 18 პაციენტი ელოდება.

ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა არ გაუარესებულა – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოში ამ ეტაპზე 53 პაციენტი მკურნალობს, აქედან 22–ს კორონავირუსი აქვს. მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში 20 პაციენტს ჩაუტარდა ვირუსზე ტესტირება და 20–ვე პასუხი უარყოფით აღმოჩნდა.

დღეს, 13 მარტს ჯამში 18 პაციენტის ნიმუშია გაგზავნილი ლუგარის ლაბორატორიაში და პასუხს ელოდებიან.

რაც შეეხება ინფიცირებულებს, ეზუგბაიას განმარტებით, პაციენტების მდგომარეობა უცვლელია და არ გაუარესებულა.

ინფექციური საავადმყოფოს ხემძღვანელი მოუწოდებს მოქალაქეებს, ვინც მაღალი რისკის ქვეყნებიდან ბრუნდებიან, დაიცვან თვითიზოლაციის წესები.

„მოსახლეობას მივმართავ, ვინც დაბრუნდნენ მოგზაურობიდან აუცილებლად საჭიროებენ თვითიზოლაციას. არ უნდა დატოვონ თავიანთი საცხოვრებელი ადგილები. ამისთვის მათ უნდა დავეხმაროთ და საჭირო პროდუქტებით და ნივთებით მოვამარაგოთ“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება პირველ ინიცირებულ, 50 წლამდე კაცს, მას კიდევ აღენიშნება ვირუსი და უტარდება შესაბამისი კვლევები.

„16 დღის მერე ჩატარებული ტესტირებით მცირე კონცენტრაციით განისაზღვრა ვირუსი, ეს ნიშნავს იმას, რომ პაციენტთან გრძელდება ინფიცირება, 2–4 დღეში კიდევ უნდა გავიმეოროთ, თუ ამ პერიოდში ტესტირებაზე მივიღეთ უარყოფითი, მეორედაც უნდა მივიღოთ უარყოფითი პასუხი ორ დღეში. პაციენტი გამოჯანმრთელებლად ითვლება თუ მას 24–საათიან შუალედში აღებული ანალიზის პასუხები უარყოფითი იქნება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით 25 ადამიანია ინფიცირებული. ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირების ოთხი წყარო არსებობს ერთი ირანი, ორი იტალია და ერთი ესპანეთი.

ასევე გირჩევთ:

რა სიმპტომები აქვს კორონავირუსს და როგორ დავიცვათ თავი ინფექციისგან?

რა უნდა გაითვალისწინოთ თვითიზოლაციაში ყოფნის დროს – რეკომენდაციები

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია – მარინა ეზუგბაია
კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა
კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა
'კორონავირუსით ინფიცირებულებიდან 8 პაციენტს პნევმონია აქვს' – მარინა ეზუგბაია
ეზუგბაია: 11 პაციენტის ტესტზე მიღებული შედეგები უარყოფითია
როგორია კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა
‘44 პაციენტიდან 4–ის მდგომარეობა პრობლემურია’ – მარინა ეზუგბაია