FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში 36 ადამიანია

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 16.03.2020
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, სამცხე-ჯავახეთის განყოფილების ინფორმაციით, 16 მარტის მონაცემებით, თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების რიცხვი 15–ით გაიზარდა. აბასთუმნის საკარანტინო ზონაში კი 16 პირია მოთავსებული.

სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში 36 ადამიანია

თვითიზოლაციაში ყველაზე მეტი, 18 პირი ახალციხეში იმყოფება, ბორჯომში – 8, ასპინძაში – 4, ადიგენში – 2, ნინოწმინდაში – 4.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, სამცხე-ჯავახეთის განყოფილების უფროსის, ნინო ზედგინიძის თქმით, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეები თავს კარგად გრძნობენ, ისინი ძირითადად ევროპის ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ.

ზედგინიძე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე თვითიზოლაციის წესების დარღვევის ფაქტი რეგიონში არ დაფიქსირებულა.

რაც შეეხება აბასთუმნის ფილტვის საკარანტინო ზონას, აქ სულ 16 ადამიანი იმყოფება.

ცენტრში 14 მარტს ნინოწმინდის საბაჟოდან ერთი მოქალაქე შეიყვანეს, რომელსაც დაბალი სიცხე აღენიშნებოდა, იგი ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობს.

დღეის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსის 33 დადასტურებული შემთხვევაა. კარანტინის რეჟიმში 637 ადამიანია.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსს 683 ადამიანი ემსხვერპლა. ყველაზე მეტი, 368 ადამიანი ვირუსმა იტალიაში იმსხვერპლა, 96 პაციენტი დაიღუპა ესპანეთში, საფრანგეთში – 36. 113 ადამიანი გარდაიცვალა ირანში, ჩინეთში – 14.

კორონავირუსით მსოფლიოში ჯამში 6 518-ი ადამიანი გარდაიცვალა, 77 776 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა
'კორონავირუსით ინფიცირებულებიდან 8 პაციენტს პნევმონია აქვს' – მარინა ეზუგბაია
სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა 50-მდე გაიზარდა
სამცხე-ჯავახეთში კარანტინსა და თვითიზოლაციაში სულ 1 175 პირია
სამცხე–ჯავახეთში კარანტინსა და თვითიზოლაციაში 230 ადამიანია
სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში 16 ადამიანია
სამცხე–ჯავახეთში თვითიზოლაციაში 517 პირია, საკარინტინო ზონებში – 462