FM97.5 / LIVE

'კორონავირუსით ინფიცირებულებიდან 8 პაციენტს პნევმონია აქვს' – მარინა ეზუგბაია

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 16.03.2020
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული რვა პაციენტიდან, ოთხის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

'კორონავირუსით ინფიცირებულებიდან 8 პაციენტს პნევმონია აქვს' – მარინა ეზუგბაია

„პნევმონიით რვა პაციენტი გვყავს, მათგან ოთხი მძიმე პნევმონიით ფასდება, სტაბილური სიტუაციაა დაწყებული მკურნალობის ფონზე და ვიმედოვნებთ, რომ პროგრესირება არ იქნება. დანარჩენ ოთხ შემთხვევაში საშუალოზე მსუბუქი მიმდინარეობით არის პნევმონია. მდგომარეობა აქაც მკურნალობას ექვემდებარება ამ ეტაპზე და მათთანაც არ შეინიშნება პროგრესირება", – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა.

მისი თქმით, "სტაბილური სიტუაცია აუცილებლად არ ნიშნავს სტაბილური სიტუაციის შენარჩუნებას, ამაში მონაწილეობს როგორც ორგანიზმური პასუხი, ასევე თვითონ ვირუსის ხასიათი და აქედან გამომდინარე, დაავადების პროგრესირება შეიძლება ნებისმიერ ეპიზოდზე განვითარდეს გამოვლენიდან 13 დღის განმავლობაში“.

დღეის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსის 33 დადასტურებული შემთხვევაა. კარანტინის რეჟიმში 637 ადამიანია.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსს 683 ადამიანი ემსხვერპლა. ყველაზე მეტი, 368 ადამიანი ვირუსმა იტალიაში იმსხვერპლა, 96 პაციენტი დაიღუპა ესპანეთში, საფრანგეთში – 36. 113 ადამიანი გარდაიცვალა ირანში, ჩინეთში – 14.

კორონავირუსით მსოფლიოში ჯამში 6 518-ი ადამიანი გარდაიცვალა, 77 776 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა
ინფექციურ საავადმყოფოში COVID 19–ით ინფიცირებულ 7 პაციენტს მძიმე პნევმონია აქვს
სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში 36 ადამიანია
‘ისევ სტაბილური სიტუაცია გვაქვს’ – მარინა ეზუგბაია კორონავირუსზე
'კორონავირუსით დაინფიცირებული მეოთხე პირის მდგომარეობა შედარებით მძიმეა'– მარინა ეზუგბაია
186 ქვეყნიდან კორონავირუსით ყველაზე მეტი იტალიაში გარდაიცვალა
‘მხოლოდ ერთი პაციენტი გვყავს მძიმე პნევმონიით’ - ეზუგბაია