FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში 16 ადამიანია

მთავარისიახლე, საზოგადოება 07.03.2020
სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა გაიზარდა. ამ ეტაპზე, რეგიონში 16 პირს აკვირდებიან, მათგან ყველაზე მეტი, 13 ახალციხის მცხოვრებია.

სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში 16 ადამიანია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამცხე-ჯავახეთის განყოფილების ინფორმაციით, თვითიზოლაციაში ახალციხეში 13, ასპინძაში ორი, ხოლო ადიგენში ერთი მოქალაქეა. მათი უმრავლესობა იტალიიდან არის დაბრუნებული.

რაც შეეხება ირანის მოქალაქეს, რომელიც ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოს ბოქსირებულ პალატაში იმყოფებოდა, ვირუსი არ დაუდასტურდა და იგი კლინიკიდან გაწერეს.

„თვითიზოლაცია გულისხმობს იმას, რომ პირი საკუთარ თავს ამყოფებს და აცხოვრებს საზოგადოებისგან და ოჯახის წევრებიგან იზოლირებულად. მათ შორის, სავალდებულოა გარკვეული წესების დაცვა. ცალკე უნდა ჰქონდეს გამოყოფილი ოთახი, რაც შეიძლება ნაკლები კონტაქტი, როგორც საზოგადოებასთან, ისე ოჯახის წევრებთან, გამოყენებული უნდა იქნეს ერთჯერადი მოხმარების ჭურჭელი.“ - ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამცხე-ჯავახეთის განყოფილების უფროსი ნინო ზედგინიძე.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი ცენტრები ასეთ ადამიანებზე დაკვირვებას ყოველდღურ რეჟიმში ახორციელებენ, თუმცა რეკომენდაციას შეასრულებს თუ არა მოგზაურობიდან დაბრუნებული პირი, ეს მის სამოქალაქო პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული.
ამ დროისათვის, საქართველოში კორონავირუსის 12 დადასტურებული შემთხვევაა.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში 36 ადამიანია
სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა 50-მდე გაიზარდა
სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში 719 პირია
სამცხე-ჯავახეთში თვითზიოლაციაში 120 პირი იმყოფება
19 მარტის მონაცემებით სამცხე-ჯავახეთში თვითზიოლაციაში 143 პირი იმყოფება
სამცხე-ჯავახეთში კარანტინსა და თვითიზოლაციაში სულ 1 175 პირია
ახალციხის კლინიკაში მყოფ ირანელს კორონავირუსი არ დაუდგინდა