FM97.5 / LIVE

როგორ მოვიქცეთ შესაძლო დაინფიცირებულის ჩაწერისას – რეკომენდაციები ჟურნალისტებს

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.03.2020
საქართველოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს ჟურნალისტებს, რომ შესაძლო ინფიცირებულ ადამიანთან ინტერვიუ 1-1.5 მეტრიანი დისტანციით ჩაწერონ. გამოიყენონ მიკროფონის დამჭერი გრძელი ჯოხი და სამედიცინო ნიღაბი.

როგორ მოვიქცეთ შესაძლო დაინფიცირებულის ჩაწერისას – რეკომენდაციები ჟურნალისტებს

ახალ კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებული მიმდინარე მოვლენების და/ან შესაძლო დაინფიცირებული შემთხვევის გაშუქების დროს ჟურნალისტებმა/მედიის წარმომადგენლებმა უნდა გაითავლისწინონ და დაიცვან მარტივი რეკომენდაციები:

ა) შესაძლო ინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტისგან თავის არიდება სამედიცინო ნიღბის გამოყენების გარეშე.

ბ) შესაძლო დაინფიცირებული შემთხვევის გაშუქებისას ინტერვიუს წარმოება მიკროფონის დამჭერი გრძელი ჯოხით.

გ) ინტერვიუს დროს მიკროფონის გამოყენება ღრუბლის გარეშე. დასრულებისთანავე მიკროფონის მთლიან კორპუსს უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია.

დ) უსაფრთხო დისტანციის შენარჩუნება – არანაკლებ 1-1.5 მეტრი მანძილი ჟურნალისტსა და რესპონდენტებს შორის, განსაკუთრებით იმ პირებთან, რომლებიც ახველებენ, აცემინებენ ან/და მაღალი სიცხე აქვთ. რესპირაციული ინფექციით ინფიცირებული ადამიანი, მათ შორის ახალი COVID-19 ინფექციით, ხველისა და ცემინების დროს ავრცელებს ვირუსის შემცველ წვეთებს, ახლო მანძილზე, შესაძლებელია მოხდეს ვირუსის ჩასუნთქვა.

ე) სამუშაო პროცისის დასრულებისთანავე რეკომენდებულია ნიღბის მოხსნა, წინა ზედაპირის შეხების გარეშე და გადაგდება სანაგვე ყუთში.

ვ) სველი წესით გაწმენდა და დეზინფექციის ჩატარება იმ ნივთებისთვის, რომელთაც მუშაობის პროცესში ჟურნალისტები ხშირად ეხებიან (ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუ რამდენ ხანს ინარჩუნებს ვისური სიცოცხლისუნარიანობას სხვადასხვა ზედაპირზე, თუმცა, არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით – რამდენიმე საათს).

ზ) ახალი კორონავირუსისგან თავის დასაცავად საჭიროა დაცული იყოს გრიპისა და სხვა რესპირაციული დაავადებების პრევენციის ზოგად რეკომენდაციები:

ხელის ხშირი დაბანა, არანაკლებ 20 წამის განმავლობაში საპნითა და წყლით, ან ხელის დაიმუშავება სპირტის შემცველი ხსნარით.
დაუშვებელია თვალების, ცხვირსა და პირის ღრუს დაუბანელი ხელით შეხება.

საქართველოში კორონავირუსის ოთხი შემთხვევაა დაფიქსირებული. ხუთი მარტის დილის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 162 ადამიანია კარანტინში.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კორონავირუსის ახალი შემთხვევები და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები
შენობებსა და მღვიმეებში გაიკეთეთ პირბადე – დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობის რეკომენდაციები
COVID 19 - სიმპტომები და გავრცელება - რა უნდა ვიცოდეთ ახალ კორონავირუსზე
რეკომენდაციები H1N1 ვირუსის, ე.წ. ღორის გრიპის პრევენციისთვის
როგორ უნდა დაიცვან ბანკებმა, აფთიაქებმა და სავაჭრო ობიექტებმა უსაფრთხოება - რეკომენდაციები - COVID-19
რეკომენდაციები მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტებისთვის - NCDC
სტომატოლოგთან გეგმიური ვიზიტი პირველ მაისამდე ვერ შედგება – სამინისტრო