FM97.5 / LIVE

საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა

მთავარისიახლე, შემთხვევა 05.03.2020
დღეს, ხუთ მარტს საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა

ვირუსი საქართველოს 44 წლის მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა, სამშობლოში კი კვირას, პირველ მარტს დაბრუნდა.

"ბოლო შემთხვევა თავისი მოგზაურობის ისტორიით დაკავშირებულია იტალიასთან. არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვიდა კვირას თითქოს სიმპტომების გარეშე, შემდეგ განუვითარდა მაღალი ტემპერატურა და თავად მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს. ჩატარდა კვლევები და დადასტურდა დადებითი შემთხვევა", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ოთხივე პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს: "სამი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, დაავადების პროგრესირება არ აღენიშნებათ, რაც შეეხება მეოთხე შემთხვევას, წინა სამთან შედარებით, უფრო საყურადღებოა კლინიკურად. მიმდინარეობს შესაბამისი კლინიკური კვლევები და დაკვირვება. უკვე ჩაერთო ჩვენი სამსახურები ეპიდკვლევის გაფართოების მიზნით, კონტაქტების შესწავლის მიზნით. დღეს დილისთვის გვაქვს დაახლოებით 20 კონტაქტი მოძიებული, მათ შორის 15 თვითმფრინავის კონტაქტი და მიმდინარეობს ამ ადამიანების ჩაღრმავებული ეპიდკვლევა".

ხუთი მარტის დილის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 162 ადამიანია კარანტინში.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა, მიმდინარე წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე, 50 წლამდე კაცი, ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 28 თებერვალს, მესამე კი 29 თებერვალს დადასტურდა.

კორონავირუსი მსოფლიოს 80 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სამი მარტის ანგარიშის მიხედვით, გლობალურად სულ დადასტურებულია COVID-19 -ის 90 870 შემთხვევა. ბოლო მონაცემებით, ვირუსს მსოფლიოს მასშტაბით 3 220 ადამიანი ემსხვერპლა, 51 193 კი გამოჯანრთელდა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა
'კორონავირუსით დაინფიცირებული მეოთხე პირის მდგომარეობა შედარებით მძიმეა'– მარინა ეზუგბაია
საქართველოში კორონავირუსით ბავშვი დაინფიცირდა
საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 6
საქართველოში კორონავირუსის 25-ე შემთხვევა დადასტურდა