FM97.5 / LIVE

სტომატოლოგთან გეგმიური ვიზიტი პირველ მაისამდე ვერ შედგება – სამინისტრო

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 27.03.2020
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სტომატოლოგიური საქმიანობა ინფექციის გავრცელების მაღალი რისკის ჯგუფში შედის, ამიტომ სტომატოლოგთან გეგმიური ვიზიტი პირველ მაისამდე შეიზღუდა. გადაუდებელი მომსახურება კი მხოლოდ სისხლდენის, აბსცესის, ტრავმული დაზიანებების, მწვავე ტკივილის, შეშუპების შემთხვევაში ხორციელდება.

სტომატოლოგთან გეგმიური ვიზიტი პირველ მაისამდე ვერ შედგება – სამინისტრო

კორონავირუსის ინფექციის გავრცელების პრევენციისა კონტროლის მიზნით სტომატოლოგიური სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებს
ეძლევათ შემდეგი რეკომენდაციები:

1. არ განახორციელონ გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება 2020 წლის 1 მაისამდე.

2. არ იქნას გამოყენებული მაღალი სიჩქარის ბუნიკები, ულტრაბგერითი და ჰაერ-ჭავლოვანი
აპარატები, შესაბამისად, არ ჩატარდეს სტომატოლოგიური მანიპულაციები, რომლის დროსაც
წვეთები და აეროზოლები გამოიყოფა.

3. რესპირატორული დაავადებების კლინიკური სიმპტომების (ხველა, ქოშინი, მაღალი
ტემპერატურა და COVID 19-ისთვის დამახასიათებელი სხვა ნიშნები) არსებობისას
განხილულ იქნეს სამედიცინო მომსახურების გადავადების შესაძლებლობა პაციენტის
გამოჯანმრთელებამდე.

4. იმ შემთხვევაში, როდესაც სტომატოლოგიური ჩარევის გადავადება შეუძლებელია,
გადაუდებელი დახმარების სერვისი განხორციელდეს ინფექციის კონტროლის ღონისძიებების
ზედმიწევნით დაცვით, რომლის მთავარი მიზანია დაავადების გადაცემის პრევენცია.

5. კორონავირუსით დაინფიცირებაზე საეჭვო ან დადასტურებული შემთხვევის მქონე
პაციენტებს, როგორიცაა დაინფიცირებული პაციენტი, მასთან კონტაქტში მყოფი პირი ან
პირი, რომელიც დროებით იმყოფება საკარანტინო ზონაში ან სტომატოლოგიურ
მომსახურებამდე 14 ან ნაკლები დღის წინ იმყოფებოდა ახალი კორონავირუსის მაღალი
რისკის ქვეყნებში, შეიძლება გაეწიოს მხოლოდ გადაუდებელი სტომატოლოგური
მომსახურება.

6. გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება ხორციელდება სისხლდენის, აბსცესის,
ტრავმული დაზიანებების, მწვავე ტკივილის, შეშუპების შემთხვევაში.

ინფექციის კონტროლის ღონისძიებები

1. მწვავე რესპირატორული სიმპტომების მქონე პაციენტების იდენტიფიცირება ხდება
რეგისტრაციის ეტაპზე.

2. სტომატოლოგიურ კლინიკაში შემოსვლისთანავე პაციენტმა უნდა ჩაიტაროს ხელების ჰიგიენა,
გაიკეთოს ქირურგიული ნიღაბი და დაიცვას სოციალური დისტანცია, რათა მაქსიმალურად
შეიზღუდოს მისი კონტაქტი სხვა პაციენტებთან და დაწესებულების სხვა (უშუალოდ მის
მომსახურე პერსონალის გარდა) პერსონალთან.

3. სტომატოლოგიური მომსახურება უნდა განხორციელდეს ერთ-სავარძლიან კაბინეტში,
მჭიდროდ დახურული კარის პირობებში.

4. მნიშვნელოვანია გამართული ვენტილაციის სისტემის არსებობა და ჰაერის ოპტიმალური
ტემპერატურა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 210C-ს (პლუს - მინუს ერთ).
5. მანიპულაციის დაწყებამდე პაციენტმა უნდა გამოივლოს პირის ღრუს ანტისეპტიკური
სავლები.

6. რენტგენოგრაფიული გამოკვლევის ჩატარების საჭიროებისას გამოყენებულ იქნეს
ექსტრაორალური რენტგენები (ორთოპანტომოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია);

7. რესპირატორული სიმპტომების მქონე პაციენტები უნდა აღიჭურვონ ერთჯერადი
ქირურგიული ნიღბით; დაწესებულებაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს ერთჯერადი
ხელსახოცები.

8. დაწესებულებაში მყოფი ყველა პირი ატარებს ქირურგიულ ნიღაბს, მათ შორის, სამედიცინო
კაბინეტის გარე სივრცეებშიც (მოსაცდელი, რეგისტრატურა და.ა.შ.), ნიღაბი ექვემდებარება
შეცვლას თითოეულ პაციენტთან მომსახურების დასრულებისთანავე.

9. რესპირატორული ინფექციის სიმპტომების მქონე პაციენტის გასინჯვის დროს სტომატოლოგი
აღჭურვილ უნდა იყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით:

▶ ერთჯერადი რესპირატორი N95 ან ქირურგიული ნიღაბი
▶ ერთჯერადი სამედიცინო ხელთათმანი (არასტერილური)
▶ ერთჯერადი წყალგაუმტარი სამედიცინო ხალათი
▶ თვალების დამცავი საშუალებები (ინდივიდუალური დაცვის სათვალე, სახის ფარი)
▶ ბახილები

10. რესპირატორი N95-ის გამოყენება აუცილებელია აეროზოლების რისკის წარმოქმნასთან
დაკავშირებული მანიპულაციების წარმოებისას. ამ შემთხვევაში რესპირატორი მჭიდროდ
უნდა იყოს მორგებული სახეზე, ისე, რომ სრულად ფარავდეს პირის ღრუსა და ცხვირის
ნესტოებს. დაუშვებელია რესპირატორის ხელმეორედ გამოყენება. რესპირატორის ტარებისას
და მოხსნისას არ უნდა შეეხოთ მის გარე ზედაპირს.

11. რესპირატორული ინფექციის სიმპტომების პაციენტის მომსახურებისას სავალდებულოა:

▶ ოთხ ხელში მუშაობის პრინციპის დაცვა
▶ საიზოლაციო სისტემის (რაბერ დამის) გამოყენება
▶ მაღალი სიმძლავრის ნერწყვგამწოვის გამოყენება
▶ ხელების ხშირი დაბანა და ანტისეპტიკური საშუალებებით დამუშავება

12. ახალი კორონავირუსი SARS-CoV-2 აქტიურად ვრცელდება გარემოს ზედაპირებზე და
ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას რამდენიმე საათის ან დღის განმავლობაში, რაც
დამოკიდებულია ზედაპირის ტიპზე, ტემპერატურაზე ან გარემოს ტენიანობაზე. შესაბამისად,
კრიტიკულად მნიშვნელოვანია ხელის ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვა და სტომატოლოგიურ
კლინიკაში ყველა სახის ზედაპირების საფუძვლიანი დეზინფექცია:

▶ სამედიცინო პერსონალი უნდა იცავდეს ხელის ჰიგიენის წესებს (ხელების დაბანა თხევადი
საპნითა და თბილი წყლით, ან ხელების დამუშავება სპეციალური ანტისეპტიკითსანიტაიზერით). ხელის ჰიგიენა სრულდება, როგორც მომსახურების დაწყების, ისე დამთავრების შემდეგ. დაბანის შემდეგ ხელების გასამშრალებლად გამოიყენება
ერთჯერადი ქაღალდის ხელსახოცები;

▶ ზედმიწევნით დაცული უნდა იყოს დაწესებულების დასუფთავებისა და დეზინფექციის
წესები.

მნიშვნელოვანია!

ეპიდემიოლოგიური სურათის გათვალისწინებით, რეკომენდაციები და ვალდებულებები
ყოველდღიურად შეიძლება შეიცვალოს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დღეიდან გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება აღდგება
COVID-19: რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სტომატოლოგიური დაწესებულებები
რა შემთხვევაში მუშაობენ ახალციხის სტომატოლოგიური კლინიკები
გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება 22 მაისიდან აღდგება
გაძვირდა თუ არა  სტომატოლოგიური მომსახურება ახალციხეში
რეკომენდაციები მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტებისთვის - NCDC
საქართველოს მთავრობის რეკომენდაცია კორონავირუსთან დაკავშირებით