FM97.5 / LIVE

როგორ უნდა დაიცვან ბანკებმა, აფთიაქებმა და სავაჭრო ობიექტებმა უსაფრთხოება - რეკომენდაციები - COVID-19

მთავარისიახლე, რეკლამა 25.03.2020
ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით ჯანდაცვის სამინისტრო მომსახურების სექტორისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს. უწყება მოუწოდებს აფთიაქებს, ბანკებს, სავაჭრო ობიექტებს მკაცრად დაიცვან მომხმარებლებს შორის დისტანცია და ამისთვის სავალდებულო პირობითი ნიშნები გამოიყენონ: ნახაზები ან სტიკერები იატაკზე წარწერით „აქ დაელოდე რიგს“, „მოიცადეთ აქ!“ „დაიცავით დისტანცია“ .

როგორ უნდა დაიცვან ბანკებმა, აფთიაქებმა და სავაჭრო ობიექტებმა უსაფრთხოება - რეკომენდაციები - COVID-19

სამინისტრო ასევე მოუწოდებს სამომხმარებლო სექტორს, რომ ობიექტებზე ეტაპობრივად შეუშვან მომხმარებლები, ან დააწესონ განსაზღვრული არეალი. რეკომენდაციების მიხედვით, სამუშაო მაგიდებზე, იქ სადაც თანამშრომლებს მოქალაქეებთან უწევთ კონტაქტი უნდა დამონტაჟდეს გამჭვირვალე დამცავი ბარიერი; თანამშრომლები ასევე უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ ხელთათმანებით.

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები მოიცავს დეტალურ ინფორმაციას დამსაქმებლებისა და დასაქმებულებისთვის.

ამონარიდი დოკუმენტიდან:

პერსონალი არ უნდა გამოცხადდეს სამუშაო ადგილზე იმ შემთხვევაში, თუ:

• მათ დატოვეს ვირუსის გავრცელების ქვეყნები ბოლო 14 დღის განმავლობაში;
• ბოლო 14 დღის განმავლობაში მჭიდრო კონტაქტში იმყოფებოდნენ კორონავირუსის მატარებელ პირთან/პირებთან (მათ უნდა გაიარონ თვითიზოლაცია/კარანტინი შესაბამისად დადგენილი წესით);
• აღენიშნებათ რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (ხველა, ტემპერატურა, ცემინება, სუთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.);
• მიეკუთვნებიან COVID-19-ით დაინფიცირებისა და გართულებების მაღალი რისკის მქონეებს: 70 წელს გადაცილებული, აგრეთვე, ქრონიკული დაავადებების (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, ბრონქული ასთმა და სასუნთქი ორგანოების სხვა დაავადებები) მქონე პირები.

უწყება მოუწოდებს მომსახურების სექტორს ობიექტებზე ზედმიწევნით დაიცვან რეკომენდაციები და ჰიგიენა.

სრულად რეკომენდაციები იხილეთ აქ:

25 მარტის 13:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 73 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულია 10 პაციენტი. ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

როგორია კორონავირუსის სიმპტომები და რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს?
რეკომენდაციები მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტებისთვის - NCDC
COVID 19 - სიმპტომები და გავრცელება - რა უნდა ვიცოდეთ ახალ კორონავირუსზე
რა შემთხვევაში არ დაიშვებიან სკოლაში მოსწავლეები – ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები
საქართველოში 21 პაციენტი გამოჯანმრთელდა
როგორ მოვიქცეთ შესაძლო დაინფიცირებულის ჩაწერისას – რეკომენდაციები ჟურნალისტებს
სავაჭრო ობიექტებსა და ტრანსპორტში მონიტორინგი გამკაცრდება – ბესიკ ამირანაშვილი