FM97.5 / LIVE

რა სიტუაციაა სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსთან დაკავშირებით

მთავარისიახლე, საზოგადოება 03.03.2020
სამი მარტის მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა ფიქსირდება. აბასთუმნის საიზოლაციო სივრცეში მყოფი პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია, ამის შესახებ დღეს, სამ მარტს მედიასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამცხე-ჯავახეთის განყოფილების უფროსმა, ნინო ზედგინიძემ ისაუბრა.

რა სიტუაციაა სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსთან დაკავშირებით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამცხე-ჯავახეთის განყოფილების ინფორმაციით, რეგიონში ეპიდსიტუაცია საიმედოა. რაც შეეხება აბასთუმანში გახსნილ საიზოლაციო სივრცეს, ამ დროისათვის დაკვირვებას 26 პირი გადის.

„საიზოლაციო სივრცის პირობები სრულად შეესაბამება იმ პირობებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს საიზოლაციო სივრცე. პალატები აღჭურვილია წვრილი და მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკით. ყველა პალატას გააჩნია სველი წერტილი, არის თბილი და ცივი წყალი, მომარაგებულები არიან ინდივიდუალური ჰიგიენური საშუალებებითა და უზრუნველყოფილი არიან დღეში სამჯერადი კვებით“.

მისივე თქმით, კორონავირუსზე ტესტირება მხოლოდ ლუგარის კვლევით ცენტრში კეთდება და ადგილობრივ დონეზე ამის გარკვევა შეუძლებელია.

„ნებისმიერმა პირმა, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იყო მოგზაურობაში მაღალი რისკის ქვეყანაში, ან თუ იქიდან ჩამოსულ პირთან იმყოფებოდა კონტაქტში ან ისეთ პირთან, რომელსაც დაუდასტურდა კორონავირუსი, უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას“, - განმარტა ზედგინიძემ.

ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შვიდ პირს აკვირდება. სამი მარტის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის სამი შემთხვევაა დაფიქსირებული.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში ინფიცირებულ პირთან კონტაქტში მყოფი 24 პირის ანალიზის პასუხი ცნობილია
სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში 16 ადამიანია
ბორჯომში ინფიცირებულ კაცთან კონტაქტში მყოფ 24 პირს ტესტირება ჩაუტარდა
‘შვიდ ადამიანს ვაკვირდებით’ - ახალციხის ჯანდაცვის ცენტრი
სოფელ ჭეჭლაში ინფიცირებულ პირთან კონტაქტში მყოფი 25 პირია მოძიებული
2 200 მასწავლებლიდან კორონავირუსზე სავალდებულო ტესტირება 46%–მა გაიკეთა – გამყრელიძე
ახალციხეში კორონავირუსი კიდევ სამ პირს დაუდასტურდა