FM97.5 / LIVE

კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 01.03.2020
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მათი ჯანმრთელობა პოზიტიურად პროგრესირებადია და ისინი მკურნალობას განაგრძობენ.

კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია

პირველი მარტის მონაცემებით თბილისის ბოქსირებულ განყოფილებაში 24 პაციენტია.

"გუშინ დღისით გვყავდა 36 პაციენტი, აქედან 24-ის ანალიზი წაიღეს ლუგარის ლაბორატორიაში. 19-ზე გვქონდა უარყოფითი პასუხი. მოხდა მათი კარანტინში გადაყვანა. სულ 21 პაციენტი გადავიყვანეთ კარანტიში, ანუ, ამ 19-ს პლიუს ძველი მიღებული 2. დარჩენილი პაციენტებიდან რამდენიმე პასუხი არის, თუმცა ისინი საკარანტინო ზონაში გადაყვანას მაინც არ ექვემდებარებიან. მათ აქვთ სიმპტომები, უბრალოდ არ აქვთ ეს დაავადება, შეიძლება ჰქონდეთ სხვა დაავადება. ასეთი პაციენტები, სულ 5 პაციენტი სხვა განყოფილებაში გვყავს მოთავსებული", – განაცხადა ინფექციონისტმა რევაზ მეჭურჭლიშვილმა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ხუთი პირის ანალიზის პასუხს ელოდებიან. დღეს, პირველ მარტს კი დამატებით ცხრა გადაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში.

29 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე კი დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში 2 პაციენტზე ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხს ელოდებიან
ახალციხის ‘ცხელების ცენტრმა’ ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხი მიიღო
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 6 მძიმე პაციენტია
ახალციხიდან ლუგარის ლაბორატორიაში ორ პაციენტზე გადაგზავნილი პასუხი ცნობილია
ადიგენიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ანალიზის პასუხი ცნობილია
COVID-19: ახალციხის ‘ცხელების ცენტრში’ 4 პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან
ახალციხის კლინიკიდან კორონავირუსზე ლუგარის ლაბორატორიაში ორი პაციენტის ანალიზები გადააგზავნეს