FM97.5 / LIVE

ახალციხეში კორონავირუსი კიდევ სამ პირს დაუდასტურდა

მთავარისიახლე, კორონავირუსი 11.10.2020
ახალციხის მუნიციპალიტეტში არსებულ ერთ-ერთი კომპანიის სამ თანამშრომელს, რომლებიც ადგილობრივები არიან, COVID-19 დაუფიქსირდათ.

ახალციხეში კორონავირუსი კიდევ სამ პირს დაუდასტურდა

კორონავირუსი სამივე პირს 9 ოქტომბერს დუდასტურდა და ისინი შესაბამის კლინიკებში არიან გადაყვანილები. ამ დროისათვის მათთან დაკავშირებული 35 კონტაქტია მოძიებული და მიმდინარეობს დაკვირვება.

აღნიშნული შემთხვევები რეგიონის სტატისტიკაში ჩათვლილი არ არის. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსის, გიორგი მიქელაძის განმარტებით, აღნიშნული კომპანია თანამშრომლების ტესტირებას კოვიდზე ყოველ ორ კვირაში ერთხელ ახდენს, რის შემდეგაც ნიმუშები თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში იგზავნება, შესაბამისად კონტროლს აწარმოებს არა ადგილობრივი ჯანდაცვა, არამედ სხვა კლინიკა.

ადგილობრივი დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებს უკვე ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი აკვირდება.

„თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე ეგ ორგანიზაცია ჩაკეტილია. ემსახურებათ ერთ - ერთი თბილისის კერძო კლინიკა და შესაბამისად ამ კონტროლს სისტემატიურად ახორციელებს ის კლინიკა. აქედან გამომდინარე, ნიმუშების აღება ადგილობრივი ჯანდაცვის გარეშე ხდება. ამიტომაც არაა ჩვენს ანგარიშებში მოხვედრილი ეს სამი შემთხვევა“, - ამბობს მიქელაძე.

ამ დროისათვის სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 54 შემთხვევაა დადასტურებული.

[მარიამ ბარძიმაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსი კიდევ 3 პირს დაუდასტურდა
ახალციხეში COVID-19 სამედიცინო დაწესებულების 3 თანამშრომელს დაუდასტურდა
ახალციხის  ‘ცხელების ცენტრში’ კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსი 3 პირს დაუდასტურდა
ახალციხეში კორონავირუსი 60-წლამდე კაცს დაუდასტურდა
ბორჯომში კორონავირუსი ერთ პირს დაუდასტურდა
მარნეულიდან გადმოყვანილ 14 დღის ჩვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა - კლინიკა