FM97.5 / LIVE

‘შვიდ ადამიანს ვაკვირდებით’ - ახალციხის ჯანდაცვის ცენტრი

მთავარისიახლე, საზოგადოება 03.03.2020
ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, კორონავიურსთან დაკავშირებით, აკვირდება მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შვიდ პირს. ისინი მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ქვეყნებიდან ბოლო 14 დღის განმავლობაში დაბრუნდნენ.

‘შვიდ ადამიანს ვაკვირდებით’ - ახალციხის ჯანდაცვის ცენტრი

უცხო ქვეყნიდან დაბრუნებული მოქალაქეების თვითიზოლაციისა და მათზე მეთვალყურეობის შესახებ დღეს, 3 მარტს ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ფატი ხაბულიანმა სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

„დღესაც გვყავს იზოლირებული ოღონდ ოჯახებში, იტალიიდან, ევროპიდან ახალციხის მუნიციპალიტეტში შემოსული შვიდი პიროვნება, ეს მოხდა მერის წარმოამდგენლის ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად, მუშაობს ხაზი 22–16 –24, მუნიციპალიტეტის მერის განკარგულებით მიეცათ წარმომადგენლებს დავალება“, - განაცხადა ხაბულიანმა.

როგორც მან „სამხრეთის კარიბჭესთან“ განმარტა, ამჟამად ინფორმაცია შვიდ ადამიანზე აქვთ, რომლებსაც პერიოდულად უკავშირდებიან და მდგომარეობას სწავლობენ: „საზღვარგარეთიდან ბოლო 14 დღის განმავლობში ვინც შემოვიდნენ ვიცით და ვაქცევთ ყურადღებას. ვცდილობთ ყველაზე დავამყაროთ მეთვალყურეობა, რომ არ გამოგვეპაროს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. სოფლის ექიმების მეშვეობით, სატელეფონო კავშირებით ვიღებთ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას“.

მისივე თქმით, რეკომენდაციები გასცეს სასტუმროებისთვის და ახალციხის ციხისთვისაც, სადაც ტურისტების ხშირი მიმოსვლაა.

ხაბულიანის თქმით, ახალციხის მუნიციპალიტეტში საჭიროებისათვის საიზოლაციო სივრცე გამოყოფილია. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტმა ჯანდაცვის სამსახურს სადეზინფექციო სამუშაოებისათვის საჭირო ინვენტარის ოთხი კომპლექტი შეუძინა.

„ინვენტარი, რაც სადეზინფექციო სამუშაოების შესასრულებლადაა საჭირო, ჩვენს სამსახურს ჰქონდა ერთი წყვილი, მაგრამ ეს არ იქნებოდა საკმარისი. ამიტომ მერმა შეგვიძინა ოთხი კომპლექტი, მთლიანი აღჭურვილობა, რომელიც ამ საქმიანობისთვის გამოდგება. ჩემი სამსახურის ნებისმიერი თანამშრომელი, პირადად მე, 24–საათიან რეჟიმში, მზად ვართ ბაღები იქნება თუ სკოლები დავამუშაოთ“.

შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ რეგიონში მხოლოდ ერთი სამსახურია, რომელიც სადეზინფექციო სამუშაოების კვალიფიციურად ატარებს.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საკრებულომ ჯანდაცვის სამსახურს სალონების კონტროლის გაძლიერება დაავალა
რა დავალება მიიღეს მერებმა გუბერნატორისგან - საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა
4 და 5 აპრილს ახალციხის ბაზარი დაიკეტება
ახალციხის მერიის აუდიტმა  ფატი ხაბულიანის საქმიანობის შესწავლა დაიწყო
სადეზინფექციო სამუშაოები ახალციხეში ®
ეკლესიებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება
ადიგენის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს ®