FM97.5 / LIVE

კათოლიკეებისთვის დიდმარხვა დაიწყო

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.02.2020
კათოლიკე ეკლესიაში დიდმარხვის ორმოცდღიანი პერიოდი დაიწყო. პირველ დღეს ტაძრებში წირვა აღევლინება და „ნაცრის ყრის“ სიმბოლური რიტუალი შესრულდება.

კათოლიკეებისთვის დიდმარხვა დაიწყო
ფოტო:არქივი

კათოლიკურ ეკლესიაში დიდმარხვა დღეს, 26 თებერვალს დაიწყო და 12 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე დასრულდება. ორმოცდღიანი პერიოდის პირველ დღეს საქართველოში მოქმედ ყველა ტაძარში წირვა აღევლინება და სიმბოლური რიტუალი „ნაცრის ყრა“ შესრულდება.

კათოლიკე ეკლესიაში, მარხვა მხოლოდ საკვების "არ მიღებას" არ გულისხმობს. მორწმუნე, ქრისტეს აღდგომისათვის, სულიერად უნდა მოემზადოს. შესაძლებელია უარი არა მხოლოდ საკვებზე, არამედ საყვარელ ჩვევაზე, ან ქცევაზეც თქვას.

თუმცა მარხვა ორმოცდღეულის მხოლოდ ერთი ნაწილია, ამ პერიოდში მორწმუნე კათოლიკეებისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ლოცვასა და მოწყალებასაც.

არსებობს პირველი დღის რიტუალი, რომელიც წირვის დროს აღევლინება და „ნაცრის ყრის“ სახელით არის ცნობილი.

ტრადიციის მიხედვით, მორწმუნეებს ტაძარში წინა წლის ბზობის დღესასწაულისას დარიგებული ბზა მიაქვთ. ტოტების დაწვის შედეგად მიღებულ ნაცარს მოძღვარი აკურთხებს და მცირე ოდენობას, მონანიებისა და მოქცევის ნიშნად მორწუნეებს თავზე აყრის, სიტყვებით: „გახსოვდეს, რომ მტვერი ხარ და მტვრად იქცევი“ ან „მოინანიე და იწამე სახარება“.

ტრადიცია სათავეს მერვე საუკუნიდან იღებს, როცა ცოდვილად შერაცხულ ადამიანებს ჯერ ნაცარს აყრიდნენ, შემდეგ კი ტაძრის გარეთ შეკრებილ ხალხთან საჯარო მონანიებისკენ უბიძგებდნენ. თავდაპირველად, ეს წესი მხოლოდ იმ ადამიანებს ეხებოდათ, რომელთა მიერ ჩადენილი ცოდვების შესახებაც საჯაროდ იყო ცნობილი. მე–11 საუკუნეში კი პაპმა ურბანუს მეორემ იგი ყველა მორწმუნეზე გაავრცელა.

ქრისტიანულ სარწმუნოებაში, დიდმარხვა მოსამზადებელი პერიოდია იესო ქრისტეს აღდგომის დღესასწაულისათვის.

ამავე თემაზე - ნაცრის ყრა, ჯვრის გზა და ოცდაცამეტიანი – დიდმარხვის კათოლიკური ტრადიციები

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

„ნაცრის ყრის ოთხშაბათი“– დიდმარხვის პირველი დღე კათოლიკე ეკლესიაში  [Photo]
‘ნაცრის ყრის’ ოთხშაბათი – კათოლიკურ ეკლესიაში დიდმარხვა დაიწყო
კათოლიკურ სამრევლოში 'ნაცრისყრის ოთხშაბათის' ლიტურგია შესრულდა
‘ნაცრისყრის ოთხშაბათი’ ახალციხეში [ფოტო]
ნაცრის ყრა, ჯვრის გზა და ოცდაცამეტიანი – დიდმარხვის კათოლიკური ტრადიციები [Video]
მართლმადიდებლებისთვის დიდი მარხვა დაიწყო
ილია  მეორემ მართლმადიდებელ მრევლს ბზობის დღესასწაული მიულოცა [Video]