FM97.5 / LIVE

‘ოცნებამ’ ყველაფერი გააკეთა, რომ სამცხე-ჯავახეთში მერაბიშვილის ავტორიტეტი გაძლიერებულიყო

მთავარისიახლე, პოლიტიკა 21.02.2020
ბორჯომი-ასპინძის დამოუკიდებელი დეპუტატი, გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სამცხე-ჯავახეთი უყურადღებოდ დატოვა, რის გამოც, რეგიონში ვანო მერაბიშვილის ავტორიტეტი არათუ შენარჩუნდა, არამედ გაძლიერდა კიდეც.

‘ოცნებამ’ ყველაფერი გააკეთა, რომ სამცხე-ჯავახეთში მერაბიშვილის ავტორიტეტი გაძლიერებულიყო

როგორც ფოფხაძე „სამხეთის კარიბჭესთან“ აცხადებს, ყოფილი შს მინისტრი და პრემიერი, ვანო მერაბიშვილი ხელისუფლებაში ყოფნის დროს სამცხე-ჯავახეთში საჯარო ინტერესებს აკმაყოფილებდა, ამიტომ, რეგიონში „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ დადებითი განწყობები კვლავ არის.

„ქართულმა ოცნებამ“ ძალიან უყურადღებოდ დატოვა რეგიონი და ობიექტურები რომ ვიყოთ, გაკეთებული საქმეებით, „ოცნება“ რეგიონში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აგებს. ეს პირადად ჩემი აზრია. როცა ვანო მერაბიშვილი მონაწილეობდა რეგიონულ საქმეებში, კორუფციაშიც კარგად იყო ჩართული და თავისთვისაც კარგად ფულს აკეთებდა, მაგრამ საჯარო ინტერესებსაც აკმაყოფილებდა. თავის სანათესაოსაც აშოვნინა ფული და სხვებიც ჰყავდა ამ პროცესში ჩართული“, - აცხადებს ფოფხაძე.

მისივე თქმით, ბორჯომის მოსახლეობა მერაბიშვილის მიმართ ყოველთვის უარყოფითად იყო განწყობილი „შემიძლია მტკიცებულებებით ვისაუბრო ამაზე“.

დეპუტატი მიიჩნევსს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გაატარა სწორი პოლიტიკა საკადრო ცვლილებების კუთხითაც. ერთ-ერთ მაგალითად იგი ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიაში განხორციელებულ ცვლილებებს ასახელებს: “მიმაჩნია, რომ ასპინძის რაიონში ლევან ცაბაძის გაშვება გამგებლობიდან და ახალი გამგებლის მოყვანა, რომელიც საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო და ვანო მერაბიშვილთან ნორმალური ურთიერთობები ჰქონდა, ესეც „ქართული ოცნების“ არასწორი სტანდარტია. „ოცნებამ“ რეგიონს ვერ შესთავაზა ის, რაც უნდა შეეთავაზებინა. არსებითად არაფერი შეცვალა. კორუფცია დარჩა, საჯარო მოხელეების უყურადღებობა დარჩა და რაღაცა ნაწილში კიდევ უფრო გაუარესდა“.

ფოფხაძე მერაბიშვილს კორუფციაშიც ადანაშაულებს და ამბობს, რომ რეგიონში ყველა კორუფციულ საქმეში ყოფილი შს მინისტრი ჩართული იყო: „მე მას ჩვეულებრივ კორუფციაში დავადანაშაულებდი. ამ ხელისუფლებამ ეს მტკიცებულებების სახით ვერ დადო და ბრალიც ჩემი აზრით, იყო შეზღუდული და კორექტულად მორგებული, ეს იყო უკვე ხელისუფლების პრობლემა. მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ ხელისუფლებას ჰქონდეს მაგისი ინტერესი, ესკალაცია მოახდინოს პოლიტიკური ვითარებით და ამიტომ აწყობს ის პოზიცია, რომ გამოვიდა [ვანო] და იძახის - „ჩვენ თქვენ დაგამხობთ“, - განაცხადა „სამხრეთის კარიბჭესთან“ დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვანო მერაბიშვილი მაჟორიტარად კენჭს სამცხე-ჯავახეთში იყრის
ვანო მერაბიშვილი საპატიმროს ექვს თვეში დატოვებს
‘მერაბიშვილი არჩევნებში უკონკურენტო იქნება’ - ოპოზიციური პარტიები სამცხე-ჯავახეთში
ვანო მერაბიშვილი ციხეს 20 თებერვალს დატოვებს
'საფიქრალში ჩავვარდით, ახლა რა უნდა ვქნათ' - ორი კანდიდატი ერთი სოფლიდან
'გადავედით ინდივიდუალურ მუშაობაზე და ვვარაუდობთ, რომ მეტ მხარდამჭერს მოვიყვანთ არჩევნებზე' – გედევან ფოფხაძე
ტარიელ ლონდარიძე: „ვერ ვხედავთ საჭიროებას ვანო მერაბიშვილი წინასწარ დაკავებაში იმყოფებოდეს“