FM97.5 / LIVE

რატომ გაჩნდა ქართული წარწერა სასტუმრო „ლომსიაზე“

მთავარისაზოგადოება 02.11.2013
ახალციხეში ვიზიტად მყოფ საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და ადგილობრივს შორის შელაპარაკებამ სასტუმრო „ლომსიაზე“ ქართულენოვანი წარწერის გაკეთება დააჩქარა.

რატომ გაჩნდა ქართული წარწერა სასტუმრო „ლომსიაზე“
1 ნოემბერს ახალციხის ცენტრში მდებარე სასტუმრო „ლომსიას“ ქართულენოვანი წარწერა გაუკეთეს. სასტუმროს გენერალური დირექტორის მოადგილე ამირან ქიმერიძე აცხადებს, რომ სასტუმროზე ქართული წარწერის გაკეთება გახნის დღიდანვე იგეგმებოდა, თუმცა აქამდე ეს ვერ მოხერხდა.

„ახლა კანონიც მიიღეს, რომელის თანახმადაც, ინგლისურ წარწერასთან ერთად შენობას აუცილებელად უნდა ჰქონდეს ქართული წარწერაც. კანონს დავემორჩილეთ და სასტუმროზე ქართული წარწერა დავამატეთ“, - ამბობს ქიმერიძე.

კითხვაზე, აქვს თუ არა კავშირი წარწერის დამატებას მიხეილ სააკაშვილსა და ადგილობრივ ბეჟან კაჭკაჭაშვილს შორის მომხდარ შელაპარაკებასთან, ქიმერიძე გვპასუხობს: „შეიძლება ითქვას, რომ მომხდარმა ქართული წარწერის დამატება დააჩქარა. თითქოს მეტი საფუძველი გაჩნდა, რომ ქართული წარწერა უფრო სწრაფად გაგვეკეთებინა“.

შეგახსენებთ, რომ 16 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის მშობლების მონახულების შემდეგ, სასტუმრო „ლომსიაში“, სამცხე-ჯავახეთში პრეზიდენტის რწმუნებულთან ივანე წიკლაურთან ერთად ისადილა. აქედან გამოსვლის შემდეგ მას ახალციხელმა ბეჟან კაჭკაჭიშვილმა სასტუმროს ინგლისურენოვანი წარწერის შესახებ ჰკითხა: „სად არის ქართული ატრიბუტები?! ქართული დროშა?! აქ არ უნდა იყოს ქართული წარწერა?!“

კაჭკაჭაშვილის განცხადებას პრეზიდენტის გაღიზიანება მოჰყვა.

"ნაგავში იყო აქაურობა! ნაგავში ცხოვრობდით? ნაგავში ყოფნა გერჩივნათ?!“ - მიმართა პრეზიდნეტმა მის გარშემო შეკრებილ ახალციხელებს.

სასტუმრო „ლომსია“ გასული წლის 9 აგვისტოს გაიხსნა. მასზე ქართული წარწერა კი გახსნიდან წელიწადისა და 2 თვის შემდეგ გაკეთდა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

„ნაგავში ცხოვრობდით!“ - მიხეილ სააკაშვილი ახალციხელებს
'დააბრუნეთ ვანო' – წარწერა ბიულეტენზე მერაბიშვილის მშობლიურ სოფელში
რა კავშირს ხედავს მიხეილ სააკაშვილი ჩახალიანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის
'ლომსიას' ადმინისტრაციამ სასტუმროს დაკეტვა გადაიფიქრა

რატომ იკეტება 'ლომსია'?
2013 წლის TOP ათი სტატია - ‘სამხრეთის კარიბჭე’