FM97.5 / LIVE

გორელოვკის ახლადგარემონტებულ სკოლაში კედლებზე ბზარები გაჩნდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 04.02.2020
ნინოწმინდაში, გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში, რომლის რეაბილიტაციისთვის 424 820 ლარი დაიხარჯა, კედლები დაიბზარა. ხარვეზები აქვს გათბობის სისტემას, საპირფარეშო კი გაყინულია.

გორელოვკის ახლადგარემონტებულ სკოლაში კედლებზე ბზარები გაჩნდა

გორელოვკის N3 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია 2019 წელს დასრულდა, სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს „კ-კომპანიმ“ 424 820 ლარად შეასრულა.

სკოლის მასწავლებელი ამბობს, რომ რეაბილიტირებულ სკოლაში ბევრი ხარვეზი გამოჩნდა. 15 სექტემბერს სკოლაში სწავლის პარალელურად მიმდინარეობდა სამუშაოები.

„სკოლა მეორეხარისხოვნად გაკეთდა, ახლადგარემონტებულ სკოლას ბევრი ნაკლი აქვს, მაგალითად კედლებზე ბზარები გაჩნდა, ფანჯრებს რეზინები ძვრება და ჰაერი შემოდის, კარებების სახელურები გაფუჭდა“,-ამბობს გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მასწავლებელი.

მასწავლებელი ამბობს, რომ ბავშვები საპიფარეშოთი ვერ სარგებლობენ, რადგან წყალი გაიყინა: „ეს ტუალეტი იმ მხარეს ააშენეს, საიდანაც მზე არ უდგება“.

სკოლის დირექტორის ეკატერინე სუდაძის თქმით, სკოლაში არსებულ ხარვეზები სასწავლო პროცეს ხელს არ უშლის.

„გათბობის სისტემის პრობლემა გვქონდა, რადგან საქვაბე არ მუშაობდა კარგად. ახლა ეს ნაწილობრივ მოგვარდა, უბრალოდ საქვაბე ისეთ სითბოს ვერ გამოყოფს, როგორიც უნდა იყოს. რაც შეეხება საპირფარეშოს, ნინოწმინდაში ისეთი კლიმატური პირობებია, რომ წყლის პრობლემა მთელს სოფელს აქვს“,-ამბობს სუდაძე.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი 2018 წელს გამოაცხადა. შპს „კ-კომპანისთან“ ხელშეკრულება გასული წლის პირველ მაისს გაფორმდა. კომპანიამ სამუშაოები სექტემბრის ბოლოს დაასრულა.

ხელშეკრულების მიხედვით შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადა შეადგენს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან სამი წელს.

ნინოწმინდის მერის ანივარდ მოსოიანი თქმით, სკოლაში არსებული ხარვეზები სასწავლო პროცესის დაწყების შემდეგ გამოჩნდა. მისივე განმარტებით ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, კომპანია ხარვეზებს ზაფხულში გამოასწორებს.

„ობიექტის ჩაბარების დროს არ ყოფილა არანაირი ხარვეზი. ეგ იყო ძველი შენობა, რომელსაც ესაჭიროებოდა გარკვეული პერიოდი რომ შეგუებოდა მომხდარ ცვლილებას, და ამან გამოიწვია პატარა რაღაც ნაკლოვანებები.ეს გამოჩნდა უკვე სკოლის ფუნქციონირების შემდგომ. რა ხარვეზებიც, ერთი წლის განმავლობაში გამოვლინდება, შეასწორებს მშენებელი როგორც არის ხელშეკრულებაში პირობებში გათვალისწინებული“,-ამბობს მოსოიანი.

შპს „კ-კომპანის“ დირექტორი კობა ნადირაძე ამბობს, რომ სკოლაში გაჩენილ ხარვეზებს, მას შემდეგ გააკეთებენ, რაც სპეციალურად შექმნილი კომისია მათ ბრალეულობას დაადგენს.

„თუ დადგინდება, რომ ჩვენი ბრალი გავაკეთებთ, თუ არა და დავტოვებთ ეგრე“, - ამბობს ნადირაძე.

გორელოვკის ახლადგარემონტებულ სკოლაში კედლებზე ბზარები გაჩნდა

[მარიამ ბარძიმაძე,ნინოწმინდა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ნინოწმინდის სკოლების ნაწილს სასმელი წყალი არ აქვს-რას გეგმავს მერია
ახალციხის მეორე სკოლაში სარემონტო სამუშაოები სწავლის დაწყებამდე ვერ დასრულდება
ზარზმის რეაბილიტირებულ სკოლაში სწავლა ოქტომბერში დაიწყება
პირველი სკოლა სწავლის დაწყებას მესამე სკოლაში იზეიმებს
განახლდება თუ არა პირველს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს
2019 წლის ინფრასტრუქტურული პროექტები ნინოწმინდაში - სად რა კეთდება?
სკოლას რომელსაც წყალი არ აქვს სახურავს შეუცვლიან