FM97.5 / LIVE

2019 წლის ინფრასტრუქტურული პროექტები ნინოწმინდაში - სად რა კეთდება?

მთავარისიახლე, საზოგადოება 16.07.2019
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 17 ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს, რისთვისაც, სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან სულ 4 614 452 ლარია გამოყოფილი. თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ყველა პროექტი 2019 წელს დასრულდება.

2019 წლის ინფრასტრუქტურული პროექტები ნინოწმინდაში - სად რა კეთდება?

გზები

ნინოწმინდაში ყველაზე დიდი ოდენობის თანხა გზების მოასფალტების სამუშაოებს ხმარდება. ოთხი ტენდერისთვის, „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“, 3 209 647 ლარი დაიხარჯება.

მათ შორის, ქალაქში გოგოლის შესახვევის, აბოვიანის, ისაჰაკიანის, წერეთლის და კამოს, ასევე ერევნისა და მაშტოცის ქუჩების დარჩენილი ნაწილების მოასფალტება 1 116 258 ლარად, სამუშაოები 16 ნოემბერს უნდა დასრულდეს.

კარლ მარქსის, ტოლსტოის, შაუმიანის, სომხეთის, ჯაფარიძის და ხოჯაბეკის ქუჩების მოასფალტებისთვის 461 810 ლარიანი პროექტი კი 17 სექტემბერს დასრულდება.

სათხე-ოროჯალარის და სათხე-სპასოვკის გზების 2.8 კილომეტრის მონაკვეთზე, ბეტონის საფარის დასაგებად 1 მილიონი ლარი იხარჯება, სამუშაოები აგვისტოს შუა რიცხვებში უნდა დასრულდეს.

631 579 ლარია გამოყოფილი ქალაქ ნინოწმინდისა და სოფელ ოროჯალარის 1 680 კილომეტრიანი გზის მოასფალტებისთვის. მერიის ინფორმაციით, პროექტი 17 ივლისს დასრულდება.

ოთხივე ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჯავახავტოგზაა“.

წელს ნინოწმინდაში დაგეგმილია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობაც, რომელიც, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 32 ათასამდე მოსახლეს მოემსახურება. 254 578 ლარის ტენდერზე ხელშეკრულება შპს „კ-კომპანიასთან“ უკვე დადებულია, თუმცა მშენებლობის დასრულების თარიღი, მერიაში ჯერ არ იციან.

სკოლები

მუნიციპალიტეტში ოთხი სკოლის სარემონტო სამუშაოებისთვის, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ სულ 610 287 ლარი გამოყო. მათ შორისაა, ქალაქ ნინოწმინდის N3 და სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია. სამუშაოების ვადა სექტემბერში ამოიწურება.

სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლაში ფანჯრების შეცვლა 17 ივლისს უნდა დასრულდეს, ხოლო ქალაქ ნინოწმინდის მეოთხე საჯარო სკოლაში სახურავის და გათბობის მოწყობის პროექტი 15 სექტემბერს.

ნინოწმინდაში, 38 სკოლიდან, წყალი მხოლოდ თექვსმეტშია. თორმეტ სკოლაში კი მოსწავლეებს წყლის დასალევად გასვლა სკოლის ეზოში უწევთ. ათ სკოლაში წყალი საერთოდ არაა, ესენია: გორელოვკის, ფოკის, ეშტიის, ჯიგრაშენის, ორლოვკის, კათნატუს, ეფრემოვკის, საღამოსა და ვლადიმიროვკის საჯარო სკოლები.

ნინოწმინდის მერის თქმით, ოთხი სკოლის გარდა კიდევ ექვსი სკოლის ინფრასტრუქტურის მოწყობაა დაგეგმილი, მათ შორისაა სოფელ დილიფის, ნინოწმინდის მესამე, გორელოვკის მესამე და მეორე სკოლების, ასევე სოფელ ფოკის სკოლაში სველი წერტილების, ხოლო პატარა გონდრიოში ანტისეპტიკური ორმოს მოწყობა, რისთვისაც ტენდერი 12 ივლისს გამოცხადდა.

სკოლებში წყლის პრობლემაზე ნინოწმინდის მერს, ანივარდ მოსოიანს „სამხრეთის კარიბჭე“ 14 მაისს ესაუბრა: „რამდენიმე სოფელში საპირფარეშოს ავაშენებთ, მაგრამ წელს წყალი და გამართული საკანალიზაციო სისტემა ვერ მოეწყობა. ამის მიზეზი ნინოწმინდის რთული კლიმატია და დრო გვჭირდება“, - განმარტა მერმა ორი თვის წინ.
ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტები


ყველაზე მსხვილი პროექტები, ქალაქში აგრარული ბაზრისა და ექვსი მინი სტადიონის მშენებლობაა. ბაზრის მშენებელი, 163 842 ლარად, ინდივიდუალური მეწარმე რაზმიკ ღუმაშიანია. ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები 19 სექტემბერს უნდა დასრულდეს.

ასევე რაზმიკ ღუმაშიანმა გაიმარჯვა ქალაქში, ბაგრამიანის ქუჩასა და სოფლებში – სპასოვკა, გორელოვკა, დიდი ხანჩალი და პატარა არაქალი მინი სტადიონების მოსაწყობად გამოცხადებულ ტენდერში, რომლის ღირებულებაც 159 158 ლარია.

„უნდა გამოვრიცხოთ გარევაჭრობა. ამიტომ დაიგეგმა ბაზრის მშენებლობა. ასევე უმთავრესია ბაღის მშენებლობა ჯიგრაშენში, რომელიც წელს გვაქვს დაგეგმილი“, - განმარტავს მოსოიანი.

[ავთო ინასარიძე, ნინოწმინდა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ნინოწმინდის სკოლების ნაწილს სასმელი წყალი არ აქვს-რას გეგმავს მერია
ინფრასტრუქტურული პროექტები ახალქალაქში – სად რა კეთდება
ნინოწმინდაში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის  4.4 მლნ ლარი დაიხარჯება
2019 წლის ინფრასტრუქტურული პროექტები ახალციხეში
ინფრასტრუქტურული პროექტები ასპინძაში - სად რა კეთდება 2019 წელს?
ნინოწმინდაში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ნინოწმინდის სამ სოფელში მინი სტადიონების მშენებლობა იწყება