FM97.5 / LIVE

სომხეთის ელჩი და მთავარი კომისარი სამცხე–ჯავახეთს სტუმრობს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 04.02.2020
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ–მინისტრის აპარატის მთავარი კომისარი ზარეჰ სინანიანი და სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი, სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულს ბესიკ ამირანაშვილს შეხვდნენ. მხარეებმა ქართულ–სომხურ ურთიერთობებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

სომხეთის ელჩი და მთავარი კომისარი სამცხე–ჯავახეთს სტუმრობს

შეხვედრა მხარის ადმინისტრაციაში დღეს, ოთხ თებერვალს 12:00 საათზე გაიმართა.

„ვისაუბრეთ ჩვენს საერთო პრობლემებზე, ქართულ-სომხური ურთიერთობებზე, სომხურ თემზე და ასევე ორივე ქვეყნის განვითარებაზე, საერთო ინტერესებზე“, – განაცხადა ზარეჰ სინანიანმა.

შეხვედრაზე მხარის რწმუნებულმა ხაზი გაუსვა მეზობელი ქვეყნების საუკუნოვან კეთილმეზობლური ურთიერთობის მნიშვნელობას, მისი თვალსაზრისით სომხური დიასპორის წარმომადგენლების ვიზიტი, ქვეყნებს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობას კიდევ უფრო გააღრმავებს.

„სომხეთი არის ჩვენი ისტორიული მეზობელი, მათთან ჩვენ მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობა გვაკავშირებს. დღეს ვუმასპინძლეთ ელჩს და პრემიერ–მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს დიასპორის საკითხებში, განვიხილეთ ჩვენ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა, ასევე სომხური მოსახლეობის ინტეგრაციაზე, განათლებაზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის სომხეთის და ნინოწმინდის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალის მოწყობაზე. დავსახეთ სამომავლო თანამშრომლობა, ვფიქრობ რომ დღევანდელი შეხვედრა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობას წაადგება“, – განაცხადა მხარის რწმუნებელმა ბესიკ ამირანიშვილმა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე და მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი.

15:00 საათზე სტუმრები ახალციხის მუნიციპალტეტის მერიის შენობაში სომხურ თემთან შეხვედრას გამართავენ. ხვალ ხუთ თებერვალს კი ისინი ნინოწმინდასა და ახალქალაქში გაემგზავრებიან.

სომხეთის ელჩი და მთავარი კომისარი სამცხე–ჯავახეთს სტუმრობს

[რიმა სარუხანიან, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა პრობლემებზე ესაუბრა სომეხი მოსახლეობა დიასპორის საკითხებში მთავარ კომისარს
სამცხე–ჯავახეთს სომხეთის ელჩი რუბენ სადოიანი ესტუმრება
სამცხე–ჯავახეთში მცხოვრები სომეხი მოქალაქეების ცხოვრებით სომხეთის ელჩი დაინტერესდა
სომხეთის ელჩის ვიზიტი ახალციხეში
‘მსურს კავშირები გავაღრმაოთ’ - დიდი ბრიტანეთის ელჩი ახალციხეში
ფაშინიანის ვიზიტი ჯავახეთში დასრულდა [Photo]
გიორგი კოპაძე სომხური დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა [R]