FM97.5 / LIVE

ფაშინიანის ვიზიტი ჯავახეთში დასრულდა [Photo]

მთავარისიახლე, პოლიტიკა, ფოტოამბავი 31.05.2018
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს და სომხეთს სხვადასხვა საგარეო ვექტორი აქვთ არჩეული, ეს ორი ქვეყნის ურთიერთობას ხელს ვერ შეუშლის“, – განაცხადა ფაშინიანმა ახალქალაქში გამართულ შეხვედრაზე.

ფაშინიანის ვიზიტი ჯავახეთში დასრულდა [Photo]

ბოლო შეხვედრა სომხურ დიასპორასთან სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ახალქალაქში კულტურის სახლში გამართა.

„გუშინ შევხვდი საქართველოს პრემიერ მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, ჩვენ საპროტოკოლო დოკუმენტები გვერდზე გადავდეთ და ძალიან გულწრფელად ვისაუბრეთ. სომხეთს სოლიდარობა უნდა მეზობელ საქართველოსთან. ჩვენ ურთიერთობებს ახალი ფორმულა უნდა დაედოს საფუძვლად. ქართველი ხალხი უნდა იყოს დარწმუნებული იმაში, რომ სომხეთის მხრიდან მუქარა და აგრესია არასდროს იქნება“, – განაცხადა ახალქალაქის კულტურის სახლში ადგილობრივებთან შეხვედრისას ნიკოლ ფაშინიანმა.

მისი თქმით, სომხეთის ხავერდოვანი რევოლუცია, არა მხოლოდ სომხეთის, არამედ საქართველოს გამარჯვებაცაა: „დარწმუნებული ვარ, რომ სომეხი ხალხი ააყვავებს ნებისმიერ კუთხეს. მჯერა, რომ ჯავახეთში მცხოვრები სომხები დიდი ენთუზიაზმით მოეკიდებიან საქართველოს აღმშენებლობის საქმეს“.

ფაშინიანთან ერთად შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი ესწრებოდნენ.
„ძალიან მნიშვნელოვანია ორი მეზობელი ქვეყნის კეთილმეზობლური ურთიერთობა, ამ თვალსაზრისით პრემიერის ვიზიტს დიდი მნიშვნელობა აქვს“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი კახა სამხარაძე.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს საღამოს ახალქალაქში წვიმდა, ადგილობრივები ფაშინიანის მოლოდინში მაინც არ დაიშალნენ.
„დავსველდი, მაგრამ არ წავიდოდი ისე, თუ ფაშინიანს არ ვნახავდი. ის ძალიან კარგი ადამიანია და მჯერა, რომ სომხეთში კორუფციას დაამარცხებს“, – ამბობს ახალქალაქის მკვიდრი გოჰარ უნანიანი.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დღეს, 31 მაისს ჯავახეთში სომხური დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავდა. ფაშინიანი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გუშინ, 30 მაისს ეწვია.

ფაშინიანის ვიზიტი ჯავახეთში დასრულდა [Photo]

ფაშინიანის ვიზიტი ჯავახეთში დასრულდა [Photo]

ფაშინიანის ვიზიტი ჯავახეთში დასრულდა [Photo]

ფაშინიანის ვიზიტი ჯავახეთში დასრულდა [Photo]

ფაშინიანის ვიზიტი ჯავახეთში დასრულდა [Photo]

ფაშინიანის ვიზიტი ჯავახეთში დასრულდა [Photo]

ფაშინიანის ვიზიტი ჯავახეთში დასრულდა [Photo]

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს ეწვია
ახალქალაქში  ნიკოლ ფაშინიანს ელოდებიან და დილიდან ქუჩებია გადაკეტილი
სომხეთის პრემიერ–მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა
ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერად არ აირჩიეს
საქართველოს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ეწვევა
ნიკოლ ფაშინიანი ჯავახეთში სომხურ დიასპორას შეხვდება
ფაშინიანი ფოკაში: ‘სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები უნდა გაღრმავდეს’