FM97.5 / LIVE

გადათხრილი ქუჩები და დატბორილი გზები – რატომ ზიანდება ხშირად ახალციხეში წყლის სისტემა

მთავარისიახლე, საზოგადოება 04.02.2020
ახალციხეში გადათხრილი ქუჩები აღარ უკვირთ. ბოლო ორი თვის განმავლობაში სასმელი წყლის მილი არაერთხელ დაზიანდა. წყალმომარაგების კომპანია აღდგენას ვერ ასწრებს.

გადათხრილი ქუჩები და დატბორილი გზები – რატომ ზიანდება ხშირად ახალციხეში წყლის სისტემა

ქალაქში გავლისას ამოთხრილ ორმოებს და ამკრძალავ ნიშნებს ხშირად შეხვდებით, ეს იმას ნიშნავს, რომ კონკრეტულ მონაკვეთზე წყლის მილი დაზიანდა. წყალმომარაგების კომპანია სამუშაოებს ატარებს, თუმცა ხშირად იმ ორმოების ამოვსებას მალევე ვერ ასწრებს და დიდი ხნის განმავლობაში რჩება.

ერთ-ერთი ასეთი ორმო კოსტავას ქუჩაზე, პირდაპირ ტროტუარზეა. აქ ფეხით სავალ ბილიკზე ორმო უკვე ორ კვირაზე მეტია რაც არსებობს და გამვლელებს საფრთხეს უქმნის.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, ახალციხის სერვისცენტრის ხელმძღვანელი გიორგი გოგოლაური ამბობს, რომ მას შემდეგ რაც ძველი ავზები, ახალი 1 000 ლიტრიანით შეიცვალა, წყლის ძველი სისტემა წნევას ვერ უძლებს და ავარიები ხშირად ხდება. ეს დაზიანებები კი ქალაქის თითქმის ყველა ქუჩაზეა.
„ვიცი რომ კოსტავაზე დიდი ხანია ამოთხრილია მაგრამ რა ვქნათ. დაზიანება, რომ ვიპოვოთ კიდევ უნდა ამოვთხაროთ, გარდა ამისა, როცა უფრო სერიოზული პრობლემა ჩნდება სამუშაოს მიტოვება და სხვაზე გადართვა გვიწევს ხოლმე “, - ამბობს გოგოლაური.

მისივე თქმით, ქალაქში პრობლემური ქუჩა ბევრია, თუმცა ყველაზე ხშირად გამსახურდიასა და სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე უწევთ დაზიანების შეკეთება. აქ ხშირად მიწიდან წყალი ამოდის, რაც იმას ნიშნავს რომ მილი კვლავ დაზიანდა.

„მთლიან ქალაქშია ქსელი გამოსაცვლელი, არის წინა საუკუნეში ჩადებული მილები, ვერ უძლებენ წყლის წნევას და სკდება. ქალაქის სისტემას ნამდვილად სჭირდება მთლიანი რეაბილიტაცია“, - ამბობს გოგოლაური.

მისი თქმით, ახალციხეში წყლის სისტემის სრული რეაბილიტაცია მხოლოდ რამდენიმე დასახლებაშია, ზარზმელზე, საბარგო სადგურსა და რაბათში: „დანარჩენ ქუჩებს ახალი ქსელი სჭირდება. არის წყლის დანაკარგიც“.

წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ ქალაქში ახალი წყალანირებისა და სასმელი წყლის სისტემების გაკეთება იგეგმება, თუმცა როდის დაიწყება სამუშაოები ამ ეტაპზე უცნობია.

„2020 წელს მომზადდება პროექტი რათა ქსელი გამოიცვალოს, თუმცა ამ ეტაპზე არ ვიცით ამას კომპანია მოამზადებს თუ ვინმეს დავიქირავებთ. წელს დაპროექტების წელია“, - ამბობს წყალმომარაგების კომპანიის სამცხე–ჯავახეთის ფილიალის მენეჯერი ბესო ფილაური.

ახალციხეში, 29 ქუჩა სასმელი წყლით ახლად აშენებული რეზერვუარებიდან 2019 წლის ცხრა დეკემბრიდან მარაგდება.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ძველი მილები წყლის წნევას ვერ უძლებენ’ - კომპანია ქუჩების დატბორვაზე [ვიდეო]
მეოთხე დღეა ორბელიანის ქუჩა იტბორება
ორბელიანის ქუჩაზე სასმელი წყლის მილი დაზიანდა
ხანძთელის ქუჩაზე წყლის მილი ისევ დაზიანდა
ახალციხეში ორბელიანის ქუჩაზე წყლის მილი მერვედ დაზიანდა
სულხან–საბას ქუჩაზე ექვსჯერ დაზიანებული მილი შეაკეთეს
ახალციხეში  სასმელი წყლის დაზიანებული მილი ხანძთელის ქუჩას ტბორავს