FM97.5 / LIVE

ახალციხეში ორბელიანის ქუჩაზე წყლის მილი მერვედ დაზიანდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.06.2019
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ფილიალის მიერ, მრავალჯერ შეკეთებული წყლის მილი კვლავ დაზიანებულია. კომპანიის წარმომადგენლები დაზიანების აღმოფხვრაზე მუშაობენ, წლის ბოლომდე კი მილი შეიცვლება.

ახალციხეში ორბელიანის ქუჩაზე წყლის მილი მერვედ დაზიანდა

ახალციხეში, სულხან–საბა ორბელიანის ქუჩაზე, წყალმომარაგების კომპანიის მცდელობის მიუხედავად, წყლის მილს დაზიანებული ადგილების შეკეთება მერვედ ესაჭიროება. კომპანიაში ვერ გამორიცხავენ, რომ მილი შეკეთების შემდეგ კვლავ არ დაზიანდება.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე–ჯავახეთის ფილიალის მენეჯერის, ბესო ფილაურის განცხადებით, ქუჩაზე მიმდინარე დაზინებებს აღმოფხვრიან, მაგრამ უახლოეს მომავალში მილის მთლიანი შეცვლა არ იგეგმება: „ამ ეტაპისთვის ჯერ საპროექტო სამუშაოები თუ არ ჩავატარეთ, ვერ ვისაუბრებთ რეაბილიტაციის პროექტზე.“

„პირველ ეტაპზე, ჩვენ უნდა შევასრულოთ ის ვალდებულებები, რაც აღებული გვქონდა. ყველაფერს ერთდროულად ვერ მოვეჭიდებით“, – გვითხრა ბესო ფილაურმა და დასძინა, რომ ახლა ახალციხეში რამდენიმე ქუჩაზე მიმდინარე პროექტების დასრულებას ელოდება, რის შემდეგაც დაიწყებენ სამუშაოებს.

„ამ ზაფხულს ყველა შემთხვევაში გავაკეთებთ, ზამთარს ამ მილით აღარ შევხვდებით“, – განაცხადა ფილაურმა.

ნიშანდობლივია, რომ აქამდე, რეგიონის მასშტაბით, არ არსებობდა საპროექტო სამსახური, რის გამოც, ხშირად, დროში იყო გაწელილი მოსამზადებელი სამუშაოები. დღეის მოცემულობით კი, რეგიონს საკუთარი საპროექტო სამსახური ეყოლება, რომელიც უშუალოდ რეგიონის პრობლემებზე იმუშავებს.

ახალციხეში ორბელიანის ქუჩაზე წყლის მილი მერვედ დაზიანდა

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სულხან–საბა ორბელიანის ქუჩის ნაწილი გადაკეტილია
ახალციხეში, ორბელიანის ქუჩაზე, ექვსჯერ შეკეთებული მილიდან წყალი ისევ ჟონავს
სულხან–საბას ქუჩაზე ექვსჯერ დაზიანებული მილი შეაკეთეს
ორბელიანის ქუჩაზე სასმელი წყლის მილი დაზიანდა
ორბელიანის ქუჩაზე დაზიანებული მილი შეაკეთეს
მეოთხე დღეა ორბელიანის ქუჩა იტბორება
ასპინძის ქუჩაზე წყლის დაზიანებული მილი შეაკეთეს