FM97.5 / LIVE

მესხეთის თეატრის გარდერობსა და ფოიეში წყალი ჩადის

მთავარიეკონომიკა 09.01.2016
არასწორი პროექტი თუ უხარისხოდ შესრულებული სარემონტო სამუშაოები; მესხეთის თეატრში ახალგადახურული სახურავიდან წყალი ჟონავს.

მესხეთის თეატრის გარდერობსა და ფოიეში წყალი ჩადის

მესხეთის თეატრის ადმინისტრაციამ წყლის წვეთები რამდენიმე დღის წინ შენიშნა. სახურავიდან წყალმა გამოჟონვა მას შემდეგ დაიწყო, რაც სახურავზე თოვლი დადნა.

წყალი თეატრის ფოიესა და გარდერობში ჩადის. მსახიობების კოსტუმები რომ არ დაზიანდეს, მათ პოლიეთილენის პარკები დააფარეს.

მესხეთის სახელმწიფო თეატრის დირექტორი ირაკლი ათუნაშვილი ფიქრობს, რომ სახურავი არასწორადაა შეკეთებული. იგი პასუხისმგებლობას შპს „ქრისტინე სარაშვილს“ აკისრებს, რომელმაც თეატრს სარემონტო სამუშაოები ჩაუტარა.

„შეიძლება წყალმა ადმინისტრაციის წარმომადგენლების ოთახებშიც გაჟონოს. კომპანიას ევალება ამ ხარვეზის გამოსწორება“, – ამბობს იგი.

მშენებელი კომპანია, რომელმაც მესხეთის თეატრში სარემონტო–სამუშაოები ჩაატარა აცხადებს, რომ წყლის გაჟონვასთან კომპანია არაფერ შუაშია. შპს „ქრისტინე სარაშვილის" დირექტორის ნუგზარ სარაშვილის მტკიცებით, მესხეთის თეატრს არასწორი პროექტი ჰქონდა და პრობლემები ამიტომ შეიქმნა.

„მანდ ჩემი ბრალი არაფერია. მე რა პროექტიც მქონდა, ის სახურავი გავაკეთე“, – ამბობს სარაშვილი და ამატებს, რომ დაზიანებული სახურავი უკვე დაათვალიერა. იმ შემთხვევაში თუ სახურავიდან წყლის გაჟონვა მშენებელ კომპანიას დაბრალდა, ხარვეზებს აუცილებლად გამოასწორებს.

შეგახსენებთ, რომ მესხეთის თეატრის სახელმწიფო დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის კულტურის სამინისტრომ 140 ათასი ლარი გამოყო. სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ქრისტინე სარაშვილი“ ასრულებდა, თუმცა დროში გაწელილი და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყდა და სამუშაოებს ექსპერტიზა ჩაუტარდა.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვის დაეკისრა მესხეთის თეატრის დაზიანებული სახურავის შეკეთება?
მესხეთის თეატრს მშენებელი კომპანია სასამართლოში უჩივის
მესხეთის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერდა
როდის დაიწყება მესხეთის თეატრის რეაბილიტაცია
შეწყვეტილი რემონტი თეატრში და მშენებელი კომპანია ექსპერტიზის პასუხის მოლოდინში
ორი წარუმატებელი ტენდერის შემდეგ, მესხეთის თეატრში სცენას დააგებენ
მესხეთის თეატრში სცენის მოსაწყობად  გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა