FM97.5 / LIVE

რას გეგმავს მესხეთის თეატრი 2020 წელს

მთავარისიახლე, საზოგადოება 28.01.2020
მესხეთის თეატრი 2020 წელს, გასულ წლებთან შედარებით, აქტიურ სეზონს გვპირდება. წლის განმავლობაში ექვსი პრემიერა გაიმართება, აღდგება ძველი სპექტაკლებიც. დასი ფესტივალზე ოთხ ქვეყანაში გამგზავრებას გეგმავს.

რას გეგმავს მესხეთის თეატრი 2020 წელს

მესხეთის დრამატულმა თეატრმა სეზონი უკვე გახსნა, ხვალ 29 იანვარს მაყურებელს შეუძლია რეჟისორ გიორგი შალუტაშვილის სპექტაკლი „მშვიდი ღამე“ იხილოს.

„ყველაზე აქტიური სეზონი გვექნება. დავდგამთ მინიმუმ ექვს პრემიერას, ასევე აღდგება ძველი სპექტაკლები, გარდა ამისა, ჩამოგვყავს ორი რეჟისორი, რუმინეთიდან რადუხ ღილაჩი [სახე და ცა] და უკრაინიდან სერგეი პავლიუკი [ქორწინება]. მათ ექნებათ წარმოდგენილი საინტერესო და კარგი სპექტაკლები“, – ამბობს თეატრის სამხატვრო ხელმძღავანელი ლია სულუაშვილი.

მესხეთის თეატრის დასი ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად ოთხ ქვეყანაში გამგზავრებას გეგმავს, უკრაინაში, პოლონეთში, თურქეთსა და ნიდერლანდებში.

„უცხოელი რეჟისორების სპექტაკლების გამართვის შემდეგ, ჩვენ მივდივართ უკრაინაში, ქალაქ კიევში ფესტივალზე, გვაქვს შემოთავაზება პოლონეთიდან, თურქეთიდან და ამსტერდამიდან“.

გარდა უცხოეთისა, მსახიობები გასტროლებს ქვეყნის შიგნითაც აპირებენ. პირველი გასტროლი გორში 20 და 21 თებერვალს იგეგმება, სადაც წარმოდგენილი იქნება „ღია შუშაბანდი“ და „ზოოპარკის ისტორია“.

„გორის შემდეგ, ჭიათურასა და თელავში წავალთ. პარალელურად ვამზადებთ საბავშვო სპექტაკლს „მაუგლი“, სადაც დიდ მსახიობებთნ ერთად პატარებიც მიიღებენ მონაწილეობას. პატრა მაყურებლებს დიდ სიურპრიზს ვუმზადებთ. შიდა გასტროლები გაგრძელდება იქამდე, სადამდეც შემოსავალი გვეყოფა“, – ამბობს სულუაშვილი.

2020 წელს მესხეთის თეატრის ბიუჯეტი 385 000 ლარია. დასი 80 000 ლარით ახალციხის მერიამ დააფინანსა, ხოლო 225 000 ლარი კულტურის სამინისტრომ გამოყო.

ლია სულუაშვილის განცხადებით, დაფინანსებული თანხა საკმარისი არ არის.

„წელს ხელფასზე დაგვემატა 100 ლარამდე. საქართველოს მასშტაბით ყველაზე ნაკლები დაფინანსება ჩვენ გვაქვს, თუ არ ჩავთვლით სენაკის თეატრს. ახალციხის მერიამაც გამოგვიყო 80 000 ლარი, მაგრამ თანხის დიდი ნაწილი იხარჯება უცხოელი რეჟისორების მოწვევაზე, მათი ჩამოყვანა, დაბინავება, ჰონორარი, ძვირი ჯდება, მაგრამ ჩვენი თეატრის პოპულარიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია".

თეატრს 54 თანამშრომელი ჰყავს, აქედან რვა ხელშეკრულებითაა აყვანილი.

თეატრში სეზონი გუშინ, 27 იანვარს სპექტაკლით „ზოოპარკის ისტორია“ გაიხსნა.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მესხეთის თეატრში სეზონი იხსნება
მესხეთის თეატრში სეზონი იხურება
ახალციხის მერია მესხეთის თეატრს სუბსიდიას უზრდის
თეატრის საერთაშორისო დღე მესხეთის თეატრმა სპექტაკლით აღნიშნა
რას ჰპირდება მესხეთის თეატრი მაყურებელს აგვისტოში
მესხეთის თეატრში ახალი სეზონი იხსნება
მესხეთის თეატრს უკრაინული დასი ეწვევა