FM97.5 / LIVE

თეატრის საერთაშორისო დღე მესხეთის თეატრმა სპექტაკლით აღნიშნა

მთავარისაზოგადოება 27.03.2014
27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღეს, მესხეთის (ახალციხის) პროფესიულმა დრამატულმა თეატრმა მაყურებელს დათო ტურაშვილის პიესა, "დოდოს მოლოდინში" წარუდგინა.

თეატრის საერთაშორისო დღე მესხეთის თეატრმა სპექტაკლით აღნიშნა
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ლია სულუაშვილის თქმით, „დოდოს მოლოდინში“ მსახიობების ერთ-ერთი საყვარელი სპექტაკლია, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ თეატრის საერთაშორისო დღეს მაყურებლისთვის ეს სპექტაკლი ეჩვენებინათ.

"დოდოს მოლოდინში" მესხეთის სცენაზე რეჟისორმა ვახტანგ ბერიძემ დადგა. სპექტაკლის პრემიერა 2013 წლის 28 ნოემბერს შედგა და მას პიესის ავტორი, დათო ტურაშვილიც დაესწრო.

პარალელურად, მესხეთის თეატრის დასი სეზონის მომდევნო პრემიერისთვისაც ემზადება. 1 და 2 აპრილს მაყურებელი ჟან-პოლ სარტრის „ბუზებს“ იხილავს. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი ზურაბ სიხარულიძეა.

„თითქმის ორი თვეა, რაც ამ სპექტაკლს ვამზადებთ. რამდენადაც რთული, ფსიქოლოგიური და საინტერესოა, ამდენად დიდი დრო სჭირდება. მხოლოდ პრემიერით არ ისაზღვრება მასზე მუშაობა, მსახიობი განუწყვეტილივ ქმნის და საინტერესო დეტალებს ამატებს“, - ამბობს ლია სულუაშვილი.

სწორედ ამ სპექტაკლით წარსდგება მესხეთის (ახალციხის) პროფესიული სახელმწიფო თეატრის დასი თეატრის საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც მაისში ქალაქ ტრაპზონში გაიმართება.

გარდა საერთაშორისო ფესტივალისა, თეატრის დასი გასტროლებს საქართველოს რამდენიმე ქალაქშიც გეგმავს.

„დაგეგმილი გვქონდა გორში გამგზავრება, თუმცა ფინანსების გამო ეს ვერ მოხერხდა. აპრილში დაგეგმილი გვაქვს თბილისში გავმართოთ ჩვენი საუკეთესო წარმოდგენები. ასევე, გვინდა, რომ ეროვნული დრამატურგიის მესამე თეატრალური ფესტივალი ჩატარდეს ჩვენს ქალაქში“, - ამბობს ლია სულუაშვილი.

მისივე თქმით, შესაძლებელია მესხეთის თეატრის მსახიობები სხვადასხვა საუკეთესო სპექტაკლებსაც დაესწრნონ, რაც მათ გარკვეულ გამოცდილებას მისცემს და პროფესიონალიზმის ამაღლებაში დაეხმარება. ლია სულუაშვილი ამბობს, რომ სურვილი აქვთ, რომ ახალგაზრდა მსახიობებიც მოიწვიონ, თუმცა ამ ეტაპზე თეატრს ამის საშუალება არ აქვს.

„მსახიობს როცა იწვევ, მას არ იწვევ მხოლოდ ეპიზოდური როლებისთვის, მას იწვევ, რომ რეპერტუარში კარგად გამოჩნდეს მისი მონაცემები და წამყვანი ადგილი დაიკავოს. ამისთვის, უნდა მოიწვიო აუცილებლად ძალიან ნიჭიერი, მესხეთზე შეყვარებული ადამიანი და მას ელემენტარული პირობები უნდა დაახვედრო. მაგრამ ჩვენ ამ წუთში ამის საშუალება არ გვაქვს. თუმცა, რომ გამოჩნდეს ორი ახალგაზრდა ბიჭი, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ერთ-ორი წელი დავაკავოთ ამ თეატრში“, - ამბობს სულუაშვილი.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მესხეთის თეატრის მსახიობები ბათუმში სპექტაკლს გამართავენ
მესხეთის თეატრში სეზონის მორიგი პრემიერა გაიმართება
მესხეთის თეატრი ახალი სეზონისთვის ემზადება
მესხეთის თეატრში საშემოდგომო სეზონისთვის ემზადებიან
ახალციხელი მსახიობები თეატრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ
მესხეთის თეატრში ოზურგეთის დასი სპექტაკლს გამართავს
მესხეთის თეატრი პირველი პრემიერისთვის ემზადება