FM97.5 / LIVE

მესხეთის თეატრში ახალი სეზონი იხსნება

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.01.2019
მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ახალ სეზონს კომედია გახსნის. სპექტაკლი "თაფლობის თვე" მცირე სცენაზე გაიმართება.

მესხეთის თეატრში ახალი სეზონი იხსნება

მესხეთის თეატრში ახალი სეზონი დღეს, 18 იანვარს იწყება. მცირე სცენაზე სამი მსახიობი: მანანა ბერიძე, ლიაკო გოგიძე და ანი ხუბუტია ითამაშებენ. ერთმოქმედებიანი კომედია, სახელწოდებით "თაფლობის თვე" გაბრიელ ბარილის სცენარის მიხედვით, გიორგი შალუტაშვილმა და ლია სულუაშვილმა დადგეს.

ახალ სეზონზე, თეატრში დაახლოებით შვიდი პრემიერაა დაგეგმილი. პირველი პრემიერა იანვრის ბოლოს გაიმართება. დასის სამხატვრო ხელმძღვანელი ლია სულუაშვილი მაყურებელს ნოდარ დუმბაძის "მზიან ღამეს" შესთავაზებს.

ასევე, პატარებისათვის ზღაპარი "მგელი და შვიდი ციკანი" დაიდგმება.

სამი აპრილიდან კი თეატრს ლიტველი რეჟისორი ნინა ზაიკაუსკასი ეწვევა, რომელიც უკრაინელი დრამატურგის სპექტაკლს "მოპარული ბედნიერება" დადგამს. მისი პრემიერა მაისში შედგება.

ამავე სეზონზე დასი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქსა და საზღვარგარეთ გასტროლებს გეგმავს: "გვაქვს გეგმაში გასტროლები გავაკეთოთ საქართველოს მთავარ ქალაქებში, ასევე ფესტივალებზე მივიღოთ მონაწილეობა", – ამბობს ლია სულუაშვილი.

მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი კულტურის სამინისტროსგან წელს შრომის ანაზღაურებისათვის 225 000 ლარს, სადადგმო ხარჯისთვის კი 80 000 ლარს მიიღებს.

ახალციხის ადგილობრივი თვითმმართველობა კი თეატრს 50 000 ლარით აფინანსებს.

ახალ სეზონზე უცვლელი დარჩება სპექტაკლების ბილეთების ღირებულება, იგი კვლავაც 3.50 ლარი, პრემიერა კი 4.00 ლარი იქნება.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერია მესხეთის თეატრს სუბსიდიას უზრდის
მეოთხე პრემიერა მესხეთის თეატრში
ხვალ მესხეთის თეატრში სეზონი იხსნება
თოჯინების თეატრი ახალ სეზონზე ხუთ პრემიერას გამართავს
მესხეთის თეატრში ‘წითელქუდას’ პრემიერა გაიმართება
მესხეთის თეატრში სეზონი იხურება
მესხეთის თეატრში სეზონი იხსნება