FM97.5 / LIVE

მესხეთის თეატრში სეზონი იხსნება

მთავარისიახლე, საზოგადოება 27.03.2017
ორ დღეში მესხეთის სახელმწიფო თეატრში მიმდინარე წლის თეატრალური სეზონი გაიხსნება. წელს სეზონი სპექტაკლებით არც თუ დატვირთული იქნება.

მესხეთის თეატრში სეზონი იხსნება

მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი 2017 წლის თეატრალურ სეზონს, საბავშვო სპექტაკლით „ჩექმებიანი კატით“ გახსნის. სპექტაკლს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლია სულუაშვილი დგამს.

„ტრადიციად გვაქვს, უკვე რამდენიმე წელია, რომ სეზონი საბავშვო სპექტაკლით გავხსნათ“, – ამბობს იგი.

პრემიერისთვის მზადება თითქმის დასრულებულია, სცენაზე შესაბამისი დეკორაციები დამონტაჟებულია და მსახიობები ბოლო რეპეტიციას გადიან. პრემიერა 29 და 30 მარტს გაიმართება.

ამ სეზონზე პრემიერაზე დასასწრები ბილეთის ფასი გაიზარდა და 3.50 ლარის ნაცვლად 4.00 ლარი იქნება. 50 თეთრით მოიმატა და 3.50 ლარი იქნება ამიერიდან რიგითი სპექტაკლის ბილეთის ფასიც.

ფასების ცვლილებას ლია სულუაშვილი მწირ ბიუჯეტს უკავშირებს. წელს თეატრის ბიუჯეტი 275.000 ლარია –თეატრი 50.000 ლარით ადგილობრივი, ხოლო 225.000 ლარით ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

„სხვასხვა ქალაქებში, ვისაც კარგი დაფინანსებაა აქვს, სპექტაკლის დადგამას იმდენი სჭირდება, რამდენი ბიუჯეტიც ჩვენ გვაქვს მთლიანად. როგორც გვყოფნის ფინანსები, იმ თანხაში ვდგამთ სპექტაკლებს“, –ამბობს ლია სულუაშვილი და ამატებს, რომ ერთი სპექტაკლის დადგმას 9–დან 12 ათას ლარამდე სჭირდება.

„ჩექმებიანი კატის“ გარდა, მესხეთის თეატრი მიმდინარე წელს მაყურებელს კიდევ ოთხ პრემიერას შესთავაზებს. სპექტაკლებს მოწვეული რეჟისორები დადგამენ.

სულუაშვილი გეგმავს, მაყურებელს კიდევ ერთი საბავშვო სპექტაკლი შესთავაზოს, რომელსაც სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტები დადგამენ, თუმცა, ეს რამდენად გამოუვა ჯერ არ იცის: „შვიდ წარმოდგენის დადგმას ვფიქრობდი, თუმცა ფინანსების გამო ვერ მოვახერხებთ“.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კულტურის სამინისტრო ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს, მესხეთის თეატრის დასი საქართველოს სხვასხვა ქალაქებში გასტროლებზე წასვლასა და სპექტაკლების წარგენას გეგმავს.

მესხეთის სახელმწიფო თეატრმა გასული სეზონი დეკემბრის დასაწყისში დახურა. სამხატვრო ხელმძღვანელი ამბობს, რომ ხუთი თვის განმავლობაში სეზონის გახსნა მკაცრი ზამთრის გამო ვერ შეძლო რადგან, თეატრის გათბობა დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული: „რომ გვემუშავა, მსახიობებს მუდმივად რეპეტიციებზე ყოფნა მოუწევდათ, ცენტრალური გათბობა უნდა ჩამერთო, შემდეგ კი დიდი თანხის გადახდა მომიწევდა, რაც თატრს არ გააჩნდა“.

მესხეთის თეატრში სეზონი იხსნება

მესხეთის თეატრში სეზონი იხსნება

მესხეთის თეატრში სეზონი იხსნება

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მესხეთის თეატრში სეზონი საბავშვო სპექტაკლით გაიხსენება
მესხეთის თეატრი პირველი პრემიერისთვის ემზადება
მესხეთის თეატრში ხვალ სეზონი იხსნება
მესხეთის თეატრში ახალი სეზონი იხსნება
რას გეგმავს მესხეთის თეატრი 2020 წელს
მესხეთის სახელმწიფო თეატრი სპექტაკლებს ღია ცის ქვეშ გამართავს
თეატრის საერთაშორისო დღე მესხეთის თეატრმა სპექტაკლით აღნიშნა