FM97.5 / LIVE
ვანო მერაბიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ვანო მერაბიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

მთავარისამართალი 17.02.2014
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილ პრემიერმინისტრს ვანო მერაბიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ვანო მერაბიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გარდა ამისა, სასმართლოს გადაწყვეტილებით ვანო მერაბიშვილს აეკრძალა თანამდებობის დაკავება 1 წლის და 6 თვის ვადით.

რაც შეეხება ყოფილ ჯანდაცვის მინისტრს ზურაბ ჭიაბერაშვილს, მას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნათია ბარბაქაძემ 50 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

სასამართლო პროცესს, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, ვანო მერაბიშვილი არ ესწრება. მერაბიშვილის ადვოკატების განცხადებით, მათთვის უცნობია რა მიზეზით განაცხადა უარი ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა პროცესზე დასწრებაზე.
ქუათაისის საქალაქო სასამართლოში იმყოფებიან თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა და გიგა ბოკერია.

ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის სამი მუხლით (ამომრჩევლის მოსყიდვა, მითვისება/გაფლანგვა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) წარუდგინეს.

საქმე 2012 წელს დასაქმების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას ეხება. მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილს ედავებიან, რომ მათ სოციალური აგენტები ამ პროგრამის ფარგლებში თვალთმაქცურად დაასაქმეს, სინამდვილეში ისინი წინასაარჩევნო პერიოდში "ნაციონალების" დავალებებს ასრულებდნენ.


მერაბიშვილის საქმეში ფიგურირებს მეორე ეპიზოდიც. ეს ეპიზოდი ეხება კერძო საკუთრების - კვარიათში საცხოვრებელი სახლის მითვისებას მერაბიშვილის მიერ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რატომ მიაჩნია ვანო მერაბიშვილის განაჩენი დაუსაბუთებლად ვაჟა ჩიტაშვილს?
ენმ ახალციხე ვანო მერაბიშვილის პატიმრობის ერთ წლისთავს ეხმაურება
26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის განაჩენის ნაწილს პროკურატურა სააპელაციოში გაასაჩივრებს
ტარიელ ლონდარიძე: „ვერ ვხედავთ საჭიროებას ვანო მერაბიშვილი წინასწარ დაკავებაში იმყოფებოდეს“
მერაბიშვილი: ქუთაისის სასამართლომ დიდი თეთრი ალამი აღმართა სასამართლოს თავზე
ვანო მერაბიშვილის თანასოფლელები: ‘ვანო მართალი კაცია, სასამართლოს შეგნებულად აჭიანურებენ'