FM97.5 / LIVE

ვანო მერაბიშვილის თანასოფლელები: ‘ვანო მართალი კაცია, სასამართლოს შეგნებულად აჭიანურებენ'

მთავარიპოლიტიკა, სამართალი 17.10.2013
„შეცდომა მოსდის იმას, ვინც საქმეს აკეთებს, შეუცდომელი კაცი არ არსებობს“, - ვანო მერაბიშვილის მშობლიურ სოფელში, უდეში, მის სასამართლო პროცესებს აფასებენ.

ვანო მერაბიშვილის თანასოფლელები: ‘ვანო მართალი კაცია, სასამართლოს შეგნებულად აჭიანურებენ'
უდეში მცხოვრები გიორგი ბალახაშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი დააკავეს, უდეში მიმდინარე ყველა პროექტი შეჩერდა და ქურდობის ფაქტებმაც იმატა: „რაც ვანო აღარ გვყავს, სამუშაო ადგილები შემცირდა, სოფელში მიმდინარე ყველა პროექტი შეჩერდა, უმუშევრები დავრჩით. სოფელში საქონლის და ქათმების მოპარვა დაიწყო, 65 წლის ვხდები და ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა“.

თემურ მაისურაძე დარწმუნებულია, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური ნიშნით დააკავეს: „უდეს მოსახლეობის თითქმის 99 პროცენტი იტყვის, რომ ვანო პოლიტიკური პატიმარია. შეცდომა მოსდის იმას, ვინც საქმეს აკეთებს, შეუცდომელი კაცი არ არსებობს. სასამართლო პროცესებს კიდევ შეგნებულად აჭიანურებენ“.

ბადრი აბულაძეს იმედი აქვს, რომ მერაბიშვილს აუცილებლად გაამართლებენ: „მერაბიშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ უდელი ვარ. მესხეთში რაც კარგი გაკეთდა, ყველაფერი მისი დამსახურებაა“.

გიორგი ბალახაშვილი ფიქრობს, რომ ვანო მერაბიშვილი იმიტომ დააკავეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღო, ამიტომ, არჩევნების შემდეგ აუცილებლად გამოუშვებენ.

„ვანო მართალი კაცია, მან ბევრი გააკეთა საქართველოსთვის, ამიტომ, ციხეში არ უნდა იჯდეს“, - ამბობს იგი.

სოფლის მცხოვრებლების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესები არჩევნებამდე გაიწელება და შემდეგ მას გაამართლებენ ან ნაკლებად მძიმე სასჯელს გამოუტანენ.

შეგახსენებთ, დღეს, 17 ოქტომბერს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის პროცესი უნდა გამართულიყო, სადაც ბრალდების მხარის მოწმეებს დაკითხავდნენ. თუმცა, დაცვის მხარის მოთხოვნით, პროცესი გადაიდო.

დღეს დაგეგმილ პროცესზე ვანო მერაბიშვილი, პროტესტის ნიშნად, დასწრებას არ აპირებდა. ვანო მერაბიშვილმა დღეს დილით ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მოწმეთა მსგავსი რაოდენობა (3969 ადამიანი) უპრეცენდენტოა მსოფლიო მასშტაბით. ვერცერთი ადვოკატი ვერ შეძლებს ზეპირად დაიმახსოვროს, 4 ათასამდე ადამიანის არამხოლოდ ჩვენება, სახელები და გვარებიც კი. ეფექტური დაცვის უფლებისთვის მის ადვოკატებს წინასწარ უნდა ჰქონოდათ მომდევნო პროცესზე გამოსაძახებელი მოწმეების სია. პროკურატურამ კი ეს სია გვიან ღამით გადასცა.

პროკურორ ნათია სონღულაშვილის თქმით, დასაკითხი მოწმეების სია დაცვის მხარეს საღამოს ხუთ საათზე გადაეცეა.

სასამართლოს გადადების გადაწყვეტილება მოსამართლე ნატია ბარბაქაძემ ასე ახსნა: "ეს გადაწყვეტილება მივიღე არაიმიტომ, რომ ბრალდების მხარემ არ მიაწოდა დაცვის მხარეს დასაკითხ მოწმეთა სია. უბრალოდ, ორივე მხარეს უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ დაიცვან თავიანთი პოზიცია. ამ ერთხელ გადავდებ სასამართლო პროცესს. თუმცა სხვა შემთხვევაში დაცვის მხარეს ვთხოვ უფრო მეტად დაასაბუთოს პროცესის გადადების უცილებლობა".

ჭიაბერაშვილსა და მერაბიშვილის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესები, მიმდინარე წლის 21, 24, 28 და 30 ოქტომბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ჭიაბერაშვილს სისხლის სამართლის სამი მუხლით (ამომრჩევლის მოსყიდვა, მითვისება/გაფლანგვა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) ედებათ ბრალი, რაცს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

[მანანა სარაშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვანო მერაბიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ვანო მერაბიშვილი: 'დღეიდან მე მხოლოდ რამდენიმე პროცესს დავესწრები'
ტარიელ ლონდარიძე: „ვერ ვხედავთ საჭიროებას ვანო მერაბიშვილი წინასწარ დაკავებაში იმყოფებოდეს“
ვანო მერაბიშვილი გუშინდელ სასამართლო პროცესს ეხმაურება
დღეს მერაბიშვილის ახალი სასამართლო პროცესი დაიწყო
ვანო მერაბიშვილი გამოკვლევებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს
ვანო მერაბიშვილი ციხეს 20 თებერვალს დატოვებს