FM97.5 / LIVE

2020 წელს ახალციხის სკოლებისთვის მილიონზე მეტი დაიხარჯება

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.01.2020
2020 წლისთვის ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად მილიონზე მეტი დაიხარჯება. ამავე წელს იგეგმება მეხუთე საჯარო სკოლის სპორტული მოედნის რეაბილიტაცია.

2020 წელს ახალციხის სკოლებისთვის მილიონზე მეტი დაიხარჯება
ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლა

ახალციხის თვითმმართველობის ინფორმაციით, მიმდინარე წელს სკოლებში განსახორციელებელი სამუშაოებისთვის თანხა გაზრდილია. მცირე ინფრასტრუქტურულ პროექტებს მუნიციპალიტეტი იმ პრიორიტეტების მიხედვით განახორციელებს, რომლებსაც განათლების სამინისტრო მიაწვდის.

„წელს თანხა იზრდება, მანამდე 760 000 გვქონდა, წელს კი მილიონზე მეტი იქნება. ადრე გაზაფხულზე ჩვენ ყველა პროექტი გვექნება, ტენდერებიც იქნება გამოცხადებული“, - განმარტა ახალციხის მერმა, ზაზა მელიქიძემ მერიის მიერ გაწეული მუშაოების ანგარიშის წარდგენისას.

მისივე თქმით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად რჩება მეხუთე საჯარო სკოლის სპორტული მოედნის კეთილმოწყობა: „მეხუთე სკოლაში სტადიონის პრობლემა მტკივნეულია და პროექტი უკვე გვაქვს. ამ სკოლას არა მარტო სტადიონი, გათბობაც უნდა გავუკეთოთ და ალბათ კოსმეტიკურ რემონტზეც უნდა გადავიდეთ“, - განმარტა მელიქიძემ.

მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის განხილვისას, ამავე პრობლემაზე ისაუბრა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა გურამ ჯინჭველაძემ: „გამოვიარე მეხუთე საჯარო სკოლასთან. მანდ რომ კატასტროფაა ასეთი არ ვიცი. რეგიონში ყველაზე დიდი სკოლაა, სადაც 1600 ბავშვი სწავლობს, მათ შორის ოთხი ჩემი შვილი და რაზე თამაშობენ ბავშვები ვერ გეტყვით, ეს მტვრიანი ბეტონია“.

თვითმმართველობაში ამბობენ, რომ სკოლებში მოსაწესრიგებელი პრიორიტეტების ნუსხას, თავად სამინისტრო ადგენს. რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტის სკოლებში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის დელეგირებულ თანხას ხარჯავს: „ეს იქნება სახურავები, გათბობა, კარ–ფანჯრების მოწყობა და ა.შ. ყველა სკოლას წარმოდგენილი აქვს პრობლემები. ძალიან ბევრ სკოლას სჭირდება დახმარება, სველი წერტილი იქნება თუ სხვა რამ“, - აღნიშნა ქალაქის მერმა.

საჯარო სკოლებში მშენებლობა და რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში 2018 წლიდან გადავიდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საკუთარი უფლება-მოსილების ნაწილი თვითმმართველობებს გადააბარა.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის  სკოლებში 368  პირველკლასელი მიიღეს [Photo]
ახალციხის კერძო და საჯარო სკოლებში 344 პირველკლასელი დარეგისტრირდა
რამდენი მედალოსანია ახალციხის სკოლებში
ახალციხის საჯარო და კერძო სკოლებში 330 პირველკლასელი დარეგისტრირდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა ®
საჯარო სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობა გრძელდება
ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი დაიწყო ®