FM97.5 / LIVE

ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა ®

მთავარისიახლე, რეკლამა 16.09.2019
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, დღეს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა ®

მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი კოპაძემ, მერის მოადგილემ რუბენ კარაპეტიანმა, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ახალციხის მე-3 საჯარო სკოლაში განახლებული საკლასო ოთახები დაათვალიერეს და პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს წარმატებები უსურვეს.

მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს მიულოცა სწავლის დაწყება. იგი ასევე, ქალაქ ვალისა და სოფელ სხვილისის საჯარო სკოლებსაც ეწვია. ქალაქის 1-ლი, მე-5, მინაძისა და ჭაჭარაქის საჯარო სკოლები მოინახულეს საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ და მერის მოადგილემ ალექსი ზედგინიძემ.

დღესვე, მუნიციპალიტეტის 38 საჯარო და კერძო სკოლის 570 პირველკლასელს, განათლების სამინისტროს საჩუქართან - წიგნებთან და ნეთბუქებთან ერთად, მერიისგან სასკოლო-საკანცელარიო ნაკრებიც გადაეცა. აღსანიშნავია, რომ ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა მუნიციპალიტეტის 14 საჯარო სკოლაში.

საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის ფარგლებში განახლდა სველი წერტილები, საკლასო ოთახები, ელექტროგაყვანილობა, ცენტრალური გათბობის სისტემა, შეიცვალა სახურავები და სხვა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა ®

ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა ®

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი დაიწყო ®
ახალციხის საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ®
სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო
სასწავლო პროცესი ახალციხის ყველა სკოლაში განახლდა
ქალაქ ახალციხის სკოლებში 366 პირველკლასელი მივიდა
საბავშვო ბაღებში სწავლის პროცესი განახლდა ®
ვალეში პირველ სკოლაში სწავლა ახალგარემონტებულ შენობაში დაიწყეს