FM97.5 / LIVE

‘დაგვიბრუნეთ წყალი და საძოვრები’ – საპროტესტო აქცია გორელოვკაში

მთავარისიახლე, საზოგადოება 20.01.2020
ნინოწმინდაში, სოფელ გორელოვკაში ადგილობრივები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი თქმით, სოფელი წყლის და საძოვრების გარეშეა დარჩენილი, რადგან ჰექტრობით მიწა გორელოვკაში 4–5 კაცის მფლობელობაშია გადასული. მათ შორის არის ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანიც.

‘დაგვიბრუნეთ წყალი და  საძოვრები’ – საპროტესტო აქცია გორელოვკაში

დღეს, 20 იანვარს გორელოვკაში ადგილობრივები დილიდან შეიკრიბნენ, ისინი სოფელში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის, სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულის და პარლამენტის დეპუტატის, ენზელ მკოიანის ასვლას ითხოვენ.

„ჩვენი პრობლემა ის არის, რომ 6–7 წელია წყალი არ გვაქვს. ზოგჯერ კვირაობით წყდება. ჩვენი ხარჯებით გამოვიყვანეთ წყალი და საკრებულოს თავმჯდომარე მოვიდა ასე არ შეიძლებაო. ჩვენ ვუთხარით შენს ბოსელს თუ ყოფნის ჩვენ რატომ არ გვეყოფა –მეთქი?! სოფლის საძოვრები 4–5 კაცს აქვს დაკავებული. ვითხოვთ რომ მოგვცენ წყალი, საძოვრები და მიწები. ხალხი ძროხებს ვეღარ ინახავს, ერთ ზოლზე აბალახებენ მხოლოდ“, – ამბობს გორელოვკაში მცხოვრები ავთო ლონდარიძე.

„წყალი არავის გვაქვს, დღეს მეორე გაკვეთილიდან ბავშვები გამოუშვეს სკოლიდან რადგან წყალი არ აქვთ და გათბობას ვერ რთავენ. ადგილობრივ ხელისუფლებას რამდენჯერმე მივმართეთ და ყურადღებას არ გვაქცევენ“, – აცხადებენ ადგილობრივები.

აქციის მონაწილეებთან იმყოფება სოფელში მერის წარმომადგენელიც, მისი თქმით, წყლის პრობლემა სოფელში მოგვარებადია, რაც შეეხება საძოვრებს, ყველა თანაბრად სარგებლობს.

„წყლის მარაგი არის, მაგრამ მილები ისეა გაკეთებული, რომ სოფელში არ მოდის, ამას გავაკეთებთ. ფერმა ყველას აქვს, აქ რა შუაშია საკრებულოს თავმჯდომარე?! გორელოვკაში ბევრი საძოვარია და ყველას თანაბრად აქვს“, – ამბობს ნინოწმინიდს მერის წარმომადგენელი სოფელ გორელოვკაში ლევონ არაქელიანი.

16 იანვარს სოფელ გორელოვკაში, სასმელ წყალთაn დაკავშირებით, ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარეს, სუმბატ კიურეღიანსა და ადგილობრივების შორის დაწყებული შელაპარაკება, ფიზიკური დაპირისპირებაში გადაიზარდა. მომხდარის შემდეგ კლინიკაში ორი დაშავებული გადაიყვანეს. საქმეზე ძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

ასევე ნახეთ:

გორელოვკაში ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარემ და ადგილობრივებმა იჩხუბეს - არიან დაშავებულები

ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის ოჯახის საკუთრება მონაკოს ფართობს ორჯერ აღემატება

[მარიამ ბარძიმაძე, რიმა სარუხანიან, ნინოწმინდა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გორელოვკაში ადგილობრივებმა ცენტრალური გზა გადაკეტეს
გორელოვკაში, აქციის მონაწილეებთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ
გორელოვკაში ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარემ და ადგილობრივებმა იჩხუბეს - არიან დაშავებულები
აქციის მონაწილეები ნინოწმინდის მერიაში ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებიან
გორელოვკაში წყლის მილზე უკანონო დაერთებების ჩაჭრა გაზაფხულამდე გადაიდო
‘შევთანხმდით, რომ პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმარებიან’ – ნინოწმინდის მერიაში შეხვედრა დასრულდა
გორელოვკაში აქციას მართავენ [ფოტო]