FM97.5 / LIVE

გორელოვკაში ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარემ და ადგილობრივებმა იჩხუბეს - არიან დაშავებულები

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.01.2020
სოფელ გორელოვკაში, ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარეს, სუმბატ კიურეღიანსა და ადგილობრივების შორის დაწყებული შელაპარაკება, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მომხდარის შემდეგ კლინიკაში ორი დაშავებული გადაიყვანეს. საქმეზე ძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

გორელოვკაში ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარემ და ადგილობრივებმა იჩხუბეს - არიან დაშავებულები

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკაში კიურეღიანებსა და ჩაფინიანებს შორის დაპირისპირება, სასმელი წყლის გამანაწილებელთან დაიწყო, შემდეგ კი კიურეღიანების სახლთან გაგრძელდა.

„სოფლის დეპუტატმა დამირეკა, რომ ჩაფინიანებმა წყლის მილი დააზიანეს და თავიანთი მილი დააერთესო. მივედი ადგილზე და მათ ვუთხარი, რომ ასე მოქცევა არ შეიძლებოდა, დაიწყეს შეურაცხყოფის მოყენება. ჩემმა შვილმა სეირანამ ხელი მიადო და უთხრა, რომ ასე არ მოქცეულიყვნენ, მაგრამ არ გაჩერდნენ და გინება დაიწყეს. მამაჩემმა მხოლოდ ის თქვა, რომელმა მამაძაღლმა გააფუჭაო“, – ამბობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი.

მისი თქმით, მოგვიანებით, ძმებმა ჩაფინიანებმა მომხდარის შესახებ მამამისს შეატყობინეს და საქმის გასარჩევად კიურეღიანების სახლთან მივიდნენ.

„ორი მანქანით მოვიდნენ და ამ დროს მოხდა ჩხუბი, არ მეგონა ამდენ ხალხს თუ მოიყვანდნენ, ჩვენ წყლის გამანაწილებელთან საუბარი დავასრულეთ და წამოვედით. ჩემს ძმისშვილს ლაფატკა ჩაარტყეს თავში, ორი ნაკერი აქვს თავზე. მე დავრეკე პოლიციაში“, – ამბობს კიურეღიანი.

16 იანვარს მომხდარი დაპირისპირების განსხვავებულ ვერსიას ჰყვებიან გორელოვკელები.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ცენტრალურ მილზე სწორედ კიურეღიანებს აქვთ დაერთებული და წყლის დიდი ნაწილიც მათ ფერმაში მიდის.

„ბასეინამდე აქვთ დაერთებული, სანამ მისი 400 სული პირუტყვი წყალს არ დალევს, ბასეინისკენ არ უშვებენ. ასე უთხრეს ჩაფინიანებს ჩემს ძროხებს რომ წყალი მორჩებათ ის დალიეთ თქვენო. ძმებს ეჩხუბნენ თქვენ ვინ ხართ, ეს ტრუბა ვინც მიაბა და ვინც ითავა, იმის დედაცო. სუმბატ კიურეღიანის ბიჭმა მოუქნია პირველად ძმებს ხელი“, – ყვებიან ადგილობრივები „სამხრეთის კარიბჭესთან“.

სოფელში მისულ „სამხრეთის კარიბჭესთან“ ჩაფიანიანებმა კომენტარი არ გააკეთეს.

ნინოწმინდის სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ სოფელ გორელოვკიდან სხვადასხვა დაზიანებებით ორი პირი 17 იანვარს შეიყვანეს.

„ორი 30–დან 40 წლამდე მამაკაცი შემოიყვანეს ნაკაწრებით და მცირე დაზიანებებით და ორ საათში გავწერეთ“, – აცხადებენ კლინიკაში.

შსს–მ მომხდარზე ძიება სსკ–ს 126–ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ამ ეტაპზე დაკავებული არავინ არ არის.

ადგილობრივები ამბობენ, რომ საკრებულოს თავმჯდომარეს თვალი აქვს დალურჯებული. მათი თქმით, იგი დაკითხვაზე ახალციხეში, სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში იმყოფებოდა.

„ორშაბათს ქუდზე კაცი გამოვალთ. დავიღალეთ ასე ცხოვრებით. საძოვარიც კი აღარ გვაქვს ყველაფერი მაგათია [კიურეღიანების]. ჩვენ ფეოდალურ სამყაროში ვცხოვრობთ“, – აცხადებენ ადგილობრივები.

სუმბატ კიურეღიანი კი ამბობს, რომ ყველაზე მეტი წყალი ჩაფინიანებს მიჰყავთ: „მილი რომელიც ფერმამდე მიდის საბჭოთა კავშირის დროსაა გაყვანილი. მე ახალი არაფერი გამიკეთებია. ეს ყველაფერი პროვოკაციაა“.

გორელოვკაში ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარემ და ადგილობრივებმა იჩხუბეს - არიან დაშავებულები
გორელოვკა. ადგილი, სადაც დაპირისპირება დაიწყო

[მარიამ ბარძიმაძე, ნინოწმინდა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აქციის მონაწილეები ნინოწმინდის მერიაში ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებიან
‘შევთანხმდით, რომ პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმარებიან’ – ნინოწმინდის მერიაში შეხვედრა დასრულდა
‘დაგვიბრუნეთ წყალი და  საძოვრები’ – საპროტესტო აქცია გორელოვკაში
გორელოვკაში წყლის მილზე უკანონო დაერთებების ჩაჭრა გაზაფხულამდე გადაიდო
გორელოვკაში, აქციის მონაწილეებთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ
გორელოვკაში ადგილობრივებმა ცენტრალური გზა გადაკეტეს
გორელოვკაში წყლის სისტემაზე უკანონო დაერთებებს ჩაჭრიან