FM97.5 / LIVE

გორელოვკაში აქციას მართავენ [ფოტო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.04.2020
ნინოწმინდაში, სოფელ გორელოვკაში ადგილობრივები აქციას მართავენ. მათი განცხადებით, დაპირება, რომლითაც სოფელში საძოვრების და სასმელი წყლის პრობლემა უნდა მოგვარებულიყო, არ შესრულდა.

გორელოვკაში აქციას მართავენ [ფოტო]

„ჩვენ დაგვპირდნენ რომ ეს საძოვრები, რომელიც ჩვენს სოფელს ეკუთვნის დაგვიბრუნებდნენ. დოკუმენტების გარეშე სხვა ადამიანებს აქვთ მიტაცებული. არ შესრულდა დაპირება და ხალხი ისევ გამოვიდა, მთელი სოფელი ვიკრიბებთ. გუბერნატორი დაგვპირდა მაშინდელ აქციაზე მაგრამ ისევ პრობლემაა“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

კორონავირუსის პანდემიის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, რის მიხედვითაც სამზე მეტი პირის შეკრება აკრძალულია. ადგილობრივები ამბობენ, რომ სოციალურ დისტანციას იცავენ და აქციას ისე მართავენ, თუმცა ფოტოებში ჩანს რომ ეს წესი დარღვეულია.

ნინოწმინდის მერის, ანივარდ მოსოიანის თქმით, მოსახლეობასთან შესახვედრად სოფლის წარმომადგენელი უკვე წავიდა.

გორელოვკაში სასმელი წყლის და საძოვრების დაბრუნების მოთხოვნით ადგილობრივებმა აქცია მიმდინარე წლის იანვარშიც გამართეს, მაშინ მათ სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი შეხვდა, იგი დაპირდა აქციის მონაწილეეებს, რომ პრობლემის მოგვარებაში დაეხმარებოდა. დღეს ადგილობრივები სწორედ ამ პირობის შესრულებას ითხოვენ.

გორელოვკაში აქციას მართავენ [ფოტო]

გორელოვკაში აქციას მართავენ [ფოტო]

[მარიამ ბარძიმაძე, ნინოწმინდა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გორელოვკაში აქციის მონაწილეები პოლიციის მისვლის შემდეგ დაიშალნენ
‘დაგვიბრუნეთ წყალი და  საძოვრები’ – საპროტესტო აქცია გორელოვკაში
‘იმოქმედონ თორემ ჩვენ მივხედავთ საქმეს’ – ახალციხის სოფლებში ისევ საძოვრების პრობლემაა
გორელოვკაში, აქციის მონაწილეებთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ
გორელოვკაში ადგილობრივებმა ცენტრალური გზა გადაკეტეს
გორელოვკაში წყლის სისტემაზე უკანონო დაერთებებს ჩაჭრიან
აქციის მონაწილეები ნინოწმინდის მერიაში ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებიან